მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭყონდიდის მიტროპოლიტი: ,,საქართველოს ეკლესიაში იმდენი პრობლემური საკითხია განსახილველი, რომ დღევანდელი სხდომა არ...

ჭყონდიდის მიტროპოლიტი: ,,საქართველოს ეკლესიაში იმდენი პრობლემური საკითხია განსახილველი, რომ დღევანდელი სხდომა არ ეყოფა”

Published on

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობს.
 
მასზე მღვდელმთავრები ეკლესიისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას მღვდელმთავრებმა განაცხადეს, რომ მათთვის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხები უცნობია.
 
დღევანდელი სხდომის მთავარი თემა, სავარაუდოდ, უკრაინის ავტოკეფალია და საქართველოს ეკლესიის პოზიციაა. სინოდმა სწორედ დღეს უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
 
სინოდის წევრების პოზიცია ორად არის გაყოფილი, ნაწილი მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ნაწილი კი ამ საკითხს ეთანხმება.
 
მღვდელმთავრების თქმით, უკრაინა არის ღირსი, რომ მას დამოუკიდებელი ეკლესია ჰქონდეს.
 
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დღეს არ დასახელდეს კონკრეტული პოზიცია და შეიქმნას, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს შეისწავლის.
 
 მეუფე მელქისედეკმა და მეუფე ზენონმა თავის მხრივ აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.
 
 
კითხვაზე, თუ რატომ არის აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხზე საპატრიარქოში, მეუფე ზენონმა განაცხადა, რომ "საქართველოს მდგომარეობა რთულია და ჩვენ მეტი გონიერება და სიფრთხილე გვმართებს".
 
ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრეს თქმით კი, იმდენი პრობლემური საკითხია განსახილველი და დაგროვილი დღეს საქართველოს ეკლესიაში, რომ დღევანდელი სხდომა არ ეყოფა.
 
„მიმაჩნია, რომ პროცესები რაც განვითარდა, ნამდვილად უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის და მართლმადიდებელი სამყაროსთვის ნამდვილად არის ისტორიული მოვლენა. გასახარია და ღვთის წყალობაა, რომ ამიერიდან უკრაინაში განხეთქილების არაღიარებული ეკლესია არ იქნება,“- განაცხადა მეუფე პეტრემ საპატრიარქოში შესვლამდე. ამავდროულად იგი შეეხო  ე.წ. ციანიდის საქმესაც. 
 
"მე ვფიქრობ, სასამართლოს სამივე ინსტანციის შემდეგ ე.წ. ციანიდის საქმეზე უნდა მოხდეს უსამართლობის მხილება და ცინიზმი საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოსი, რომელმაც სამარცხვინო განაჩენი გამოიტანა და ფაქტობრივად, მართლმსაჯულება არ აღსრულებულა ამ საქმესთან დაკავშირებით. უნდა მოხდეს მხილება ყოფილი თუ მოქმედი პირველი პირების უპასუხისმგებლობის, რომლებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც ე.წ. ციანიდის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გააკეთეს განცხადებები და ვფიქრობ, უნდა ამხილონ ეს უსჯულოება და ბოროტება და დაიგმოს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით", – განაცხადა მეუფე პეტრემ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....