მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთისა და ხობის მიტროპოლიტი: ,, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიისადმი პატივისცემა გვავალებს,...

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი: ,, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიისადმი პატივისცემა გვავალებს, პატივს მივაგებთ ერთმორწმუნე უკრაინელი ხალხის სურვილს,

Published on

 
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება:
 
„საეკლესიო სამართლის პრინციპის თანახმად, დამოუკიდებელ სახელმწიფოს უფლება აქვს ჰქონდეს დამოუკიდებელი ანუ ავტოკეფალური ეკლესია. ეს უფლება ეხება უკრაინასაც. უკრაინელი ხალხის სურვილი, რომ ჰქონდეს ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, სავსებით ლეგიტიმურად მიგვაჩნია, მით უფრო, რომ მას აქვს საკუთარი სუვერენული სახელმწიფო (კონკრეტულ პოლიტიკურ საზღვრებში მოქცეული), სადაც ცხოვრობს მილიონობით მართლმადიდებელ ქრისტიანი.
 
ავტოკეფალიის აღდგენის საკითხში ჩვენი ეკლესიისა და ჩვენთა წინაპართა გამოცდილება, გვეხმარება, რომ უკეთ გავიგოთ სხვათა ტკივილი და უკეთ გავაცნობიეროთ, თუ რა სირთულეებისა და რისკების წინაშე დგას უკრაინის საზოგადოება. ისტორიას კარგად ახსოვს 100 წლის წინანდელი ის არგუმენტები, რითაც რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდი ეწინააღმდეგებოდა ქართველთაგან ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნას.
 
ვერავითარი არგუმენტი ვერ გადაწონის უკრაინელი ხალხის სურვილს – ჰქონდეს ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოზე, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია.
 
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიისადმი პატივისცემა გვავალებს, რომ გულისყურით და დიდი სიფრთხილით მივუდგეთ ამ საკითხს, რათა უნებლიეთ არ დავაზიანოთ უკრაინელი ხალხის ეროვნული და სულიერი ინტერესები.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ პატივს მივაგებთ ერთმორწმუნე უკრაინელი ხალხის სურვილს, ჰქონდეს ადგილობრივი ეკლესია და იმედს გამოთქვამთ, რომ უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შემატება მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში გააძლიერებს მართლმადიდებლობის ხმას თანამედროვე სამყაროში.
 
რაც შეეხება კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოთა შორის გაჩენილ უთანხმოებას, გვჯერა, რომ ეკლესიათა შორისი ურთიერთობების პრაქტიკაში დაგროვილი გამოცდილება, უწმიდეს საყდრებს შეაძლებინებს არსებული კრიზისის დაძლევას, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მართლმადიდებელთა სულიწმიდისმიერ ერთობას.”- წერს მეუფე გრიგოლი.
 
 
შეგახსენებთ, ამწუთებში საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომის მთავარი თემა, სავარაუდოდ, უკრაინის ავტოკეფალია და საქართველოს ეკლესიის პოზიციაა. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....