მთავარისიახლეებიეკონომიკასესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა - სტატისტიკა უკომენტაროდ

სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა – სტატისტიკა უკომენტაროდ

Published on

2018 წლის ნოემბერში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.
 
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, გასულ თვეს კომერციულ ბანკებში წლიურმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 11,9% შეადგინა. ეს 0,7%-ით მეტია ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით.
 
ამავე სტატისტიკის მიხედვით, უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისთვის 6,5%-დან 6,8%-მდე გაიზარდა, იურიდიული პირებისთვის კი, პირიქით, 8,3%-დან 7,9%-მდე შემცირდა.
 
ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის გაიზარდა 1,7 პროცენტული პუნქტით და 19,6 პროცენტია, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 11,1%-დან 11%-მდე შემცირდა.
 
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 336.1 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 26.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 87.7 მლნ ლარით (0.8 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 248.4 მლნ ლარით (1.7 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.2 პროცენტით).
 
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის ნოემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 3.4 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 7.9 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.3 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე – 1.7 პროცენტით მეტი). 2018 წლის ნოემბრის განმავლობაში 0.8 პროცენტით, ანუ 111.1 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისათვის 13.9 მლრდ ლარი შეადგინა.
 
 
წყარო https://www.bpn.ge/article/51582-noembershi-pizikuri-pirebistvis-sesxebze-saprocento-ganakveti-gaizarda/

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...