მთავარისიახლეებიეკონომიკასემეკში გაზის ახალ ტარიფზე მსჯელობენ - ბუნებრივი აირის საფასური სავარაუდოდ გაიზრდება

სემეკში გაზის ახალ ტარიფზე მსჯელობენ – ბუნებრივი აირის საფასური სავარაუდოდ გაიზრდება

Published on

 ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ამ წუთებში მიმდინარეობს სხდომა, , სადაც ბუნებრივი აირის ტარიფი უნდა დადგინდეს. როგორც  სემეკ-ის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი გივი სანიკიძე აცხადებს,  
 
ახალი სამომხმარებლო ტარიფი 1-ელი იანვრიდან ახალი მოცემულობით ამოქმედდება –  ცვლილება მილიონამდე აბონენტს შეეხება.
 
"სამომხმარებლო ტარიფი შედგება მრავალი კომპონენტისგან. კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ყველა კომპონენტის ნაწილში იქნა გაანალიზებული. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს მოსაზრებას თითოეულ კომპანიასთან მიმართებაში კომისიის სხდომაზე, მაგრამ ერთია აპარატის მოსაზრება, რომელსაც შეიძლება არ ეთანხმებოდნენ კომპანიები და მსჯელობის შედეგად უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ სამომხმარებლო ტარიფი 1-ელი იანვრიდან ახალი მოცემულობით ამოქმედდება. დღეს მოქმედი ტარიფის ვადა იწურება მიმდინარე წლის ბოლოსთვის. შესაბამისად, იმ ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე, რომელიც გაანალიზდა და რომელიც კომისიის აპარატის პროექტით გათვალისწინებული უნდა იქნეს ტარიფში, ბუნებრივია, ცვლილებები იქნება. თუ როგორი ცვლილება იქნება, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია,"- განაცხადა გივი სანიკიძემ.
 
ბუნებრივი აირის ტარიფის სავარაუდო გაზრდას ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ გაზზე საფასურის მატება მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.
 
ოპოზიციის წარმომადგენელმა მთავრობის მიერ დენის ტარიფის გაზრდაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მთავრობა ამჯერად კი გაზზე საფასურს ზრდის.
 
„გაზის ტარიფი ძალიან ბევრ რეგიონში ორი წლის წინ უკვე გაიზარდა და მძიმე ტვირთი ისედაც უკვე იყო ჩვენი გაღარიბებული მოსახლეობისთვის. შარშან ივანიშვილის მთავრობამ გააკეთა საჩუქრის სახით საზოგადოებისთვის დენის ტარიფის გაზრდა. სამწუხაროდ, იგივე მეორდება ახალი წლებისთვის, როცა მაღალი ალბათობით, მოსალოდნელია გაზის ტარიფის გაზრდა და ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი გაღარიბებული მოქალაქეების მდგომარეობას,“- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....