მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა - დაჭრილია სამი მამაკაცი

რუსთავში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა – დაჭრილია სამი მამაკაცი

Published on

 რუსთავში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა –  სოფელ გაჩიანთან მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე  სამი მამაკაცი დაჭრეს. 
 
ერთ დაშავებულს ტყვია მუცლის არეში აქვს მოხვედრილი, ორი კი ფეხის არეშია დაჭრილი. დაშავებულები რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
 
დაშავებულთა ახლობლების მტკიცებით, ახალგაზრდებს კონფლიქტი უცნობ პირებთან  მოუვიდათ.
 
მათივე ინფორმაციით, დაჭრას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. კონფლიქტი სასაფლაოზე მაშინ დაიწყო, როდესაც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა უცხო პირებს ტერიტორიაზე წამლით ვაჭრობა აუკრძალეს.
 
"ვიღაცამ სასაფლაოზე დამარხა ნარკოტიკები და ინტერნეტის საშუალებით ყიდის. აქ მოდიან უცხო ადამიანები და აცხადებენ, რომ სოფელში მათ ასაღებად მოდიან. გვინდა დავიჭიროთ ის ადამიანები, ვინც ნარკოტიკებს ყიდის. ადრე ასეთი რამ არ ყოფილა. რა სახელწმწიფოა ის, რაც ამას უშვებს"- ამბობს დაჭრილის ახლობელი.
 
ადგილობრივების თქმით, აყვანის სპეცოპერაციისას სამართალდამცავებსა და ბოროტმოქმედებს შორის ორმხრივი სროლა იყო.
 
როგორც ირკვევა პოლიციამ ერთი პირი დააკავა. დაკავებისას კი ბრალდებულის მეგობრებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს.
 
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით არის დაწყებული.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...