მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მე მაქვს მართლაც განსხვავებული გამოცდილება ჩემს კონკურენტებთან შედარებით'' - აცხადებს თამარ ჟვანია,...

,,მე მაქვს მართლაც განსხვავებული გამოცდილება ჩემს კონკურენტებთან შედარებით” – აცხადებს თამარ ჟვანია, რომელსაც, ოპოზიციის განცხადებით, არჩევნების გაყალბება დაუფასეს

Published on

მე მაქვს მართლაც განსხვავებული გამოცდილება ჩემს კონკურენტებთან შედარებით – ამის შესახებ განცხადება, თამარ ჟვანიამ კენჭისყრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მან მეორე ვადით ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. ჟვანიას კონკურენტები ვლადიმერ ბოჟაძე და  მარიამ შენგელია იყვნენ, თუმცა თამარ ჟვანიამ კომისიის წევრების 8 ხმა მოიპოვა და ცესკოს თავმჯდომარის პოსტიც დაიკავა.
 
თამარ ჟვანიას განცხადებით, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, რაც სავარაუდოდ ამ გადაწყვეტილების მიზეზიც გახდა.
 
„მინდა აღვნიშნო, რომ პირველი თავმჯდომარე ვარ, რომელმაც სრული ვადა გავძელი და გავიტანე ასე ვთქვათ ბოლომდე და  სრულყოფილად დავასრულე ჩემი პირველი ვადა, რომელიც დასრულდა ამ არჩევნების დასრულებისთანავე. მე ვფიქრობ, რომ ის გამოცდილება არც მე საარჩევნო ადმინისტრაციაში მივიღე არის  ძალიან განსხვავებული იმ პერსპექტივიდან, რაც მე 5 წლის წინ მაგალითად მეგონა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში იყო,“-განაცხადა თამარ ჟვანიამ.
 
 
 
ხელისუფლებამ თამარ ჟვანიას „შრომა“ დაუფასა – ასეთია ოპოზიციის შეფასება თამარ ჟვანიას მეორე ვადით ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით. ენმ-ს წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, თამარ ჟვანია პირადად იყო ჩართული საპრეზიდენტოს არჩევნების გაყალბებაში და ამის საზღაური დღეს თანამდებობაზე მეორე ვადით დანიშვნით მიიღო.
 
„საპრეზიდენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და ამ გაყალბების მთავარი ორგანიზატორი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისია და პირადად თამარ ჟვანიას ხელისუფლებამ დაუფასა ამ არჩევნების გაყალბება იმით, რომ მას მისცა ახალი 5 წლიანი მანდატი,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
 
კომისიის წევრები გადაწყვეტილებას უგუნურ ნაბიჯად აფასებს „ევროპული საქართველო“ ირაკლი აბესაძის განცხადებით, კენჭისყრის პროცესი თავიდანვე ფარსი იყო და გადაწყვეტილება თამარ ჟვანიას ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ხელისუფლება უკვე ჰქონდა მიღებული.
 
„უგუნური ნაბიჯი და ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული იმიჯის კიდევ უფრო მეტად დამაზიანებელია დატოვო საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად პირი, რომლის პირობებში ჩატარებული არჩევნები არ შეფასდა სამართლიანად, როდესაც ფუნდამენტურად დაირღვა ამომრჩევლის უფლებები. მთელი ეს პროცესი ვითომ კანდიდატურების შერჩევის, ვითომ კონსულტაციის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ვითომ კენჭისყრის ცენტრალური საარჩევნო კომისიის. ეს იყო თავიდანვე დადგმული, ფარსი და სხვა მოლოდინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ოპოზიციას ნამდვილად არ გვქონდა,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძე. 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....