მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ დაკრულზე უნდა იცეკვოს, მეტი გამოსავალი არ აქვს -...

სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ დაკრულზე უნდა იცეკვოს, მეტი გამოსავალი არ აქვს – გია ხუხაშვილი

Published on

ქართულ პოლიტიკაში ცეკვა, როგორც ასეთი,  მეტად აქტუალური გახდა.  სანამ შს მინისტრი ოპოზიციას კამერების წინ ფსევდო ინტელექტუალურ ცეკვებს აბრალებს,  ივანიშვილის ხელდასმული პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ დაკრულზე ცეკვავს.რეალურად.
 
და თუ რატომ და ვინ აცეკვებს სალომე ზურაბიშვილს, ექსპერტი გია ხუხაშვილი აანალიზებს:
 
,,ზურაბიშვილის არ აქვს პირდაპირი პოლიტიკური ლეგიტიმაცია. მან უნდა იცეკვოს , მეტი გამოსავალი არ აქვს,- ასე აფასებს იგი პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელებას.
 
გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ მაღალი „ფასი“ გადაიხადა, ამიტომ მას მოუწევევს მათი აზრების გათვალისწინება.
 
გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს რეალური ლეგიტიმაცია, თვითონაც აცნობიერებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად ასმაგი გადაიხადა მის გაპრეზიდენტებაში. მე არ ვამბობ მხოლოდ რესურსების ღირებულებაზე, პოლიტიკური „ფასი“ გადაიხადა ძალიან მაღალი, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს პირდაპირი პოლიტიკური ლეგიტიმაცია. ის ძალიან სუსტი ფიგურაა ჯერჯერობით ამ პოლიტიკურ დაფაზე. ხვალ და ზეგ არ გამოვრიცხავ ეს მობეზრდეს. ბუნებრივია, მან უნდა იცეკვოს „ქართული ოცნების“ დაკრულზე, მეტი გამოსავალი მას არ აქვს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი – მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე წარადგინა.
 
 
 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...