მთავარისიახლეებიეკონომიკა,,შემოსავლები იზრდება, ჩვენ ყოველ წელს და ყოველ თვე უკეთესად და უკეთესად ვცხოვრობთ...

,,შემოსავლები იზრდება, ჩვენ ყოველ წელს და ყოველ თვე უკეთესად და უკეთესად ვცხოვრობთ ” – ეკონომიკის მინიტრის ილუზიები თუ მოსახლეობის დაუნახაობა?

Published on

ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას  მოსახლეობისგან სრულიად განსხვავებულად აფასებს ქვეყანაში გაზრდილ მატერიალურ სიდუხჭირეს.
 
 “აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს, ეს არ არის მართალი და ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. ეს არის სტატისტიკა და ფაქტები, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც არ არის ჩვენი მოგონილი, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აუდირებული ფაქტები და სტატისტიკა, რომ ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მოსახლეობის ცხოვრების დონეს, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მთავრობის დამსახურება, ეს არის იმის, რომ ჩვენ მივდივართ ბევრი მიმართულებით, ძალიან კარგად ვვითარდებით, ყოველწლიურად გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რაც რა თქმა უნდა, აისახება მოსახლეობაზე. შემოსავლები იზრდება, ჩვენ ყოველ წელს და ყოველ თვე უკეთესად და უკეთესად ვცხოვრობთ ” – განაცხადა მან  TV პირველის ეთერში.
 
“მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის კურსი შეიცვალა, ჩვენთან ინფლაცია არის არაუმეტეს 2%-2.5%-ია. კი, რაღაცა პროდუქტებზე ფასი გაიზარდა, რაღაცა პროდუქტებზე ფასი დაეცა, მაგრამ ჩვენ რომ ვნახოთ სამომხმარებლო კალათა, პრაქტიკულად, 2%-მდე არის ინფლაცია. ამიტომ, დიახ, რაღაც წამლებზე ფასი გაიზარდა, ამაზე ჩვენ სუბსიდირებას ვაკეთებთ, როგორც იცით, მაგრამ პრინციპში, ჩვენ რომ ვნახოთ ფაქტები და არა რაღაც განსაზღვრული ნაწილის განცდა, შეიძლება განცდა აქვს ხალხს, რომ, რა თქმა უნდა, უჭირთ და ამიტომ, ზოგს ჰგონია, რომ შეიძლება უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვნახოთ ფაქტები, ეს ასე არ არის. ფაქტები უჩვენებს იმაზე, რომ ინფლაცია იყო 2%-2.5% და სამომხმარებლო კალათა იმდენად არ იზრდება ფასში, ამიტომ, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ უარესად ვცხოვრობთ, ეს არ არის ესე ”

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....