მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს

სალომე ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი უნდა დაასახელოს. გუშინ გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სალომე ზურაბიშვილს 4 კანდიდატი შესთავაზეს.
 
ესენი არიან ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი,„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე და მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მარიამ შელეგია. ელეგია „ქართული ოცნების შემომწირველთა სიაში ირიცხება. მან პარტიას 2013 წელს 10 ათასი ლარი შესწირა.
 
დასახელებული კანდიდატებიდან სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს სამი უნდა წარუდგინოს. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებმა კი ფარული კენჭისყრის შედეგად ერთი უნდა დაამტკიცონ. ამისთვის ცესკოს 4 წევრის თანხმობა იქნება საჭირო.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...