მთავარისიახლეებიპოლიტიკადემარში, მოუცლელობა თუ ახირება? სამოქალაქო სექტორი ამბასადორიალზე პრეზიდენტის არდასწრების ფაქტს...

დემარში, მოუცლელობა თუ ახირება? სამოქალაქო სექტორი ამბასადორიალზე პრეზიდენტის არდასწრების ფაქტს უარყოფითად აფასებს

Published on

 სალომე ზურაბიშვილი "ელჩების კონფერენცია 2018-ის" არც გახსნის და არც დახურვის ცერემონიას არ დასწრებია, რაცსავსებით ლოგიკურად აღიქმება  როგორც პრეზიდენტის დემარში ქართველი დიპლომატების მისამართით.  
 
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ქართველი დიპლომატები ტრადიციულ შეკრებაზე პრეზიდენტის გარეშე მსჯელობდნენ.დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პასუხი არ აქვთ კითხვაზე, რატომ არ მივიდა მთავარსარდალი კონფერენციაზე, 
 
„ჩემთვის ეს მეორე ამბასადორიალია, ამ შემთხვევაში ელჩების კონფერენცია.. პრეზიდენტთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, შედგება და ეს ჩვეულებრივი ფორმატია,“- განაცხადა ყაზახეთსა და ყირგიზეთში ელჩმა, ზურაბ აბაშიძემ.
 
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილმა კი ჟურნალისტს კითხვის დასმისას მიუთითა, რომ ეს წესი არ არის.„რა წესია, ეს ხომ არ არის წესი, არა?“- აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
 
ელჩების ნაწილი განმარტავს, რომ ინაუგურაციის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს.
 
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქალბატონი პრეზიდენტი არის დღესდღეობით ძალიან დაკავებული. იცით, რომ ამბასადორიალი წელს დაემთხვა ინაუგურაციის პერიოდს, ამდენად საქართველოს ელჩები არიან მზად, რა თქმა უნდა და დაინტერესებული, რომ როდესაც ქალბატონი პრეზიდენტი გამონახავს ამ შესაძლებლობას, რომ შევხვდეთ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ინაუგურაციაზე ესტონეთის პრეზიდენტმა მიულოცა თავის ქართველ კოლეგას და იქვე მიიწვია ვიზიტად პირველივე შეძლებისთანავე. ამდენად, მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ მალე მექნება ეს შესაძლებლობა, რომ შეხვდე საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს,“- განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთში, თეა ახვლედიანმა.
 
 
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კონფერენციაზე პრეზიდენტის არდასწრების ფაქტს გამოეხმაურნენ. მათ სალომე ზურაბიშვილის დემარში უარყოფითად შეაფასეს.
 
ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ დასწრებოდა დიპლომატების მთავარ კონფერენციას, უცნაური უწოდა.
 
„მე ვფიქრობ, არ არის კარგი, როდესაც პრეზიდენტი არ არის ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, მით უმეტეს ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც აქვს გამოცდილება საგარეო ურთიერთობებში მუშაობის, ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, იყო ცნობილი ფრანგი დიპლომატი. მისი შეხედულებების და მოსაზრებების მოსმენა ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ კონტექსტის გათვალისწინებითაც, რასაც გვაძლევს კონსტიტუცია, იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საგარეო ურთიერთობები და პოლიტიკა ერთ-ერთი მთავრი და ძირითადი აქტიურობის სფეროა ახლანდელი პრეზიდენტის. ამიტომ თავიდანვე ასე დაწყება, რბილად რომ ვთქვა, უცნაურად გამოიყურება,“- განაცხადა ლაშა ტუღუშმა
 
."ელჩების კონფერენცია 2018-ის" ფარგლებში დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს ხვდებიან. დაახლოებით, 5-მდე ორგანიზაცია საერთაშორისო გამოწვევებზე მსჯელობს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....