მთავარისიახლეებიპოლიტიკაბაჩანა შენგელია: .პროკურატურას დამატებითი მტკიცებულებებსაც გადავცემ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზეწოლის...

ბაჩანა შენგელია: .პროკურატურას დამატებითი მტკიცებულებებსაც გადავცემ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზეწოლის პირობებში და დამამცირებელ გარემოში უწევდა დედაჩემს მუშაობა”

Published on

ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ პროკურატურა მის დედაზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს გამოიძიებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ამის შესახებ ბაჩანა შენგელიამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
 
„პროკურატურაში დაბარებული ვარ გამოკითხვაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე დაიწყო გამოძიება. იმედი მაქვს, რომ გამოძიება დაიწყება, ამიტომაც მივმართე განცხადებით. პროკურატურას უკვე მივაწოდე გარკვეული სახის დოკუმენტები. ჩემს ჩვენებასთან ერთად ვაპირებ დამატებითი მტკიცებულებებიც გადავცე იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზეწოლის პირობებში და დამამცირებელ გარემოში უწევდა დედაჩემს მუშაობა", – აღნიშნა ბაჩანა შენგელიამ.
 
25 დეკემბერს, მთავარ პროკურატურაში ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას გამოკითხავენ.
 
შენგელიას, პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე გენერალური პროკურატურიდან დღეს დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ ზუგდიდიდან თბილისში ჩამოსვლას და პროკურატურაში გამოცხადებას სამშაბათამდე ვერ შეძლებს.
 
ბაჩანა შენგელიამ საქართველოს პროკურატურას გუშინ, 19 დეკემბერს მიმართა და მის განცხადებაში დასახელებული გარემოებების და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.
 
ბაჩანა შენგელაია, დედის, მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტს წინასაარჩევნოდ მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...