მთავარისიახლეებიპოლიტიკაოკუპაცია და სიღარიბე - ორი ყველაზე უფრო მტკივნეული გამოწვევა ...

ოკუპაცია და სიღარიბე – ორი ყველაზე უფრო მტკივნეული გამოწვევა საქართველოს წინაშე

Published on

მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ საქართველოს წინაშე ჩვენ გვაქვს ორი ყველაზე უფრო მტკივნეული გამოწვევა – ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ქვეყანაში 2012 წლიდან რეალური ცვლილებები დაიწყო და როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მისი ყველა წინამორბედი ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას ცდილობდა.
 
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სიღარიბე 10%-ით შემცირდა.
 
„მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ საქართველოს წინაშე ჩვენ გვაქვს ორი ყველაზე უფრო მტკივნეული გამოწვევა – ეს არის ოკუპაცია და ეს არის სიღარიბე. ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ ეს ორივე გამოწვევა ერთობლივი ძალისხმევით დავძლიოთ. სწორედ ამის გარშემო უნდა იყო გაერთიანებული საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალისხმევა. ყველას გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს სიღარიბის გარეშე, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება ღირსეული ცხოვრების უფლება. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო დაუბრუნდეს თავის დიდ ევროპულ ოჯახს, სადაც ადამიანის თავისუფლება და უფლებები, სასამართლოს და მედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობა, კერძო საკუთრება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას, სადაც დღის წესრიგი განისაზღვრება დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების და ეკონომიკური განვითარების პარადიგმაზე დაყრდნობით.
 
რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიღწევა არის ძალიან რთული ამოცანა იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე გვაქვს. ჩვენ რეალური ცვლილებები დავიწყეთ 2012 წლიდან და ყველა ჩემი წინამორბედი მაქსიმალურს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე რთული პრობლემა – სიღარიბე – რაც შეიძლება სწრაფი ტემპებით შეგვემცირებინა. მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს ამ თვალსაზრისით. დაახლოებით, 10%-ით შევამცირეთ სიღარიბე, მაგრამ ამის მიუხედავად სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში. სამწუხაროდ, მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება უმუშევრობა და ეს ძალიან რთული ბარიერია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდეს,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...