მთავარისიახლეებისამართალიმიხეილ სააკაშვილი: დავით კირკიტაძის ციხეში ჩასმით ოლიგარქი ცდილობს ჩვენი მოძრაობის განეიტრალებას და...

მიხეილ სააკაშვილი: დავით კირკიტაძის ციხეში ჩასმით ოლიგარქი ცდილობს ჩვენი მოძრაობის განეიტრალებას და სხვების დაშინებას… მაგრადაც ცდება

Published on

“დავით კირკიტაძის ციხეში ჩასმით ოლიგარქი ცდილობს ჩვენი მოძრაობის განეიტრალებას და სხვების დაშინებას… მაგრადაც ცდება… დაიმახსოვრეთ, კირკიტაძე იქნება სწორედ ერთ-ერთი მთავარი მესაფლავე ივანიშვილის რეჟიმის სულ მალე… ყოჩაღ, დათო! ვამაყობ შენი თანამებრძოლობით და ქედს ვიხრი შენი შეუპოვრობის წინაშე…” – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი   სასამართლოს განაჩენს.
 
გურჯაანის სასამართლოს წინ ამ დრომდე რჩებიან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები, . კეთდება მწვავე განცხადებები სასამართლოსდაუსაბუთებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 
 
ბაჩუკი ქარდავა: „მოგესალმებით ჩრდილოეთ კორეაში, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, ბიძინა ივანიშვილი დღეს ამ ქვეყანაში არის ძალაუფლების უზურპატორი, ძალაუფლების უზურპატორი, რომელმაც 28 ნოემბერს ხალხს წაართვა არჩევანი, მას წაართვა თავისუფლება და სურს, ამ ქვეყანაში იბატონოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამას ვერ შეეგუება. ქვეყანაში, სადაც არ ფუნქციონირებს პარლამენტი, არ ფუნქციონირებს სასამართლო, არის კორუფცია, ამ ქვეყანაში ქუჩის პროტესტი, რა თქმა უნდა კონსტიტუციის და მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის ჩარჩოებში, აბსოლუტურად მისაღებია და ბიძინა ივანიშვილი მიიღებს ამ ქუჩის პროტესტს, პერმანენტულს, სხვადასხვა საკითხების გარშემო, მაგრამ ამ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყოველთვის იქნება – „თავისუფლება, პოლიტპატიმარ დავით კირკიტაძეს!“ რაც უფრო მეტ ასეთ თემას გააჩენს ბიძინა ივანიშვილი, უფრო მეტი ქუჩის პროტესტი იქნება საქართველოში. ხალხის განწყობა არის ასეთი, მალე დადგება გაზაფხული და ბიძინა ივანისვილი იხილავს, თუ რა მდგომარეობაში ვარდება ხელისუფლება საქართველოში, რომელიც იგნორირებას უკეთებს ხალხს, ეს ხალხი ამ ხელისუფლებას აუცილებლად დაასრულებს. ჩვენ გვეკითხებიან, როგორია თქვენი გეგმა? ჩვენ გვაქვს ერთი გეგმა, ბრძოლა ბოლომდე, ხელისუფლების მუდმივი პრესინგი, მანამ, სანამ ეს ხელისუფლება არ დასრულდება. ყოველგვარი ენისმოჩლექვის გარეშე, ვამბობთ, რომ ჩვენი პროტესტი იქნება მწვავე, ჩვენი გარღვევა საერთაშორისო დონეზე იქნება მწვავე და ძლიერი და ამას ეს ხელისუფლება ვერ გაუძლებს. იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება შეშინებულია და დღეს ეს გამოჩნდა. ეს ხელისუფლება ყარს და დავასრულოთ ამყრალებული ხელისუფლება“, – განაცხადა 
 
 ზაალ უდუმაშვილი: .,,როდესაც აქ დაგვხვდა ათასობით სამართალდამცავი მობილიზებული ეს ნიშნავდა იმას, რომ გადაწყვეტილება დაწერილია, მოსამართლეს დაუდეს მაგიდაზე, და ეს უნდა წაეკითხა მოსამართლეს. დღეს დავით კირკიტაძე არის ბიძინა ივანიშვილის და გიორგი გახარიას პირადი პოლიტიკური პატიმარი. ეს არის პირდაპირი ანგარიშსწორება ოპოზიციაზე. ნებისმიერი ასეთი ქმედება რომელიც იქნება ჩადენილი ოპოზიციის მიმართ, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის დასასრულთან მიახლოება. დღეს ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ ყველაფერი შეუძლია, ყველაფერი ფეხქვეშ გათელოს, არ შეეგუოს მოსახლეობის აზრს, აკეთოს ის რაც მას სურს. ამას არავინ არ მოითმენს, არ მოითმენს პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობა და აუცილებლად გაეცემა პასუხი ბიძინა ივანიშვილსაც და იმ ბინძურ ადამიანებსაც, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დაეტოვებინათ.“
 
 ლევან ბეჟაშვილი: .,,სასამართლომ ფორმალური სახე მიიღო, ადვოკატებს არ აძლევდნენ საშუალებას მტკიცებულებები წარედგინათ. როცა ფარცხალაძე კონსტიტუციური თანამდებობის პირს თორდიას იარაღით გაუსწორდა, მასთან გირაოს შეფარდება გამოიყენეს. უამრავი ფაქტი არსებობს სასამართლოში, როდესაც შერჩევითი სამართალია და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით ხდება აღკვეთის ღონისძიებების შეფარდება და სასჯელის გამკაცრება. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ არ გვაქვს კონსტიტუცია, არ გვაქვს სასამართლო საზოგადოებას ისღა დარჩენია, რომ ორგანიზებულად დაიწყოს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, იმიტომ რომ ასე დიდხანს ქვეყანა წინ ვერ წავა.“
 
 ნიკა მელია: ,,ერთი დღე „ქართული ოცნება" ტრაგიკულია, მეორე კომიკური, მესამე დღე – ტრაგი-კომიკური. დღეს ხელისუფლება ტრაგი-კომიკიურია, – ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმაგანუცხადა. როგორც ის განმარტავს, დავით კირკიტაძე პოლიტიკური პატიმარია და აქციის დღეს ისინი ფორმიანი დამნაშავეებისგან წმენდნენ გზას ხელისუფლება უსუსურია და თავის მართლების რეჟიმშია. რაც უფრო გადის დრო, ხვდებიან რომ ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინეს. მათ საერთაშორისო დონეზე მოუწევთ ძალიან მტკივნეულ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელზე პასუხიც არ არსებობს.
 
ბრალში პროკურატურამ ჩაწერა, რომ თითქოს, ავტობუსი, რომლის ძალისმიერი მეთოდითაც გადაწევას, დიახაც ვახორციელებდით, ვინაიდან უკანონოდ ჩაგვიხერგა გზა, კი არ ჩახერგეს, უბრალოდ, ავტობუსის მძღოლი ავტობუსს ატრიალებდა. ეს წერია ბრალში. წარმოგიდგენიათ? საბრალდებო დასკვნაში წერია, ჩვენ არ ჩაგვიხერგეს გზა, უბრალოდ ავტობუსი, რომელზეც არანაირი ნიშანი არ იყო, რომ იყო პოლიციის კუთვნილი, ცდილობდა მოტრიალებას. რამდენად უსუსრები და კომიკურები არიან. დავით კირკიტაძე კლასიკური, პოლიტიკური პატიმარია. როცა თქვენთან ოჯახში შემოვარდება ფორმიანი და თავს დაგესხმებათ, ის პოლიციელი იქნება თუ ყაჩაღი? ჩვენ გზა უკანონოდ ჩაგვიხერგეს ფორმიანმა დამნაშავებმა და მათგან ვწმენდით გზას"
„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა პასუხი აგოს გახარიამ, საბანაძემ, კუპატაძემ, ფორმიანმა დამნაშავეებმა. რამდენიმე ათეული ასეთი ადამიანი იყო იმ დღეს ველისციხეში. შეუძლებელია ეს ყველაფერი მათ შერჩეთ.
 

 
დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დავით კირკიტაძეს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახედ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს გამოყენების შესახებ და არც ის ფაქტი, რომ კირკიტაძეს თავდებში საქართველოს პარლამენტის 27 დეპუტატი უდგებოდა, მათ შორის უმრავლესობის წარმომადგენლებიც.
 

სიახლეები

22 წლის ზუგდიდელი ახალგაზრდა, რომელიც თბილისში დაშავდა, რეანიმაციაში გადაიყვანეს

ინგოროყვას სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა, რომელმაც გუშინ თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო რეანიმაციულ...

“კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე სასტიკ ძალადობას” – ყოფილი საჯარო მოხელეები

ყოფილი საჯარო მოხელეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ "კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ...

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი “ოცნებას” მოუწოდებს, შეცვალოს “ევროპული ღირებულებებისგან გადახვევის მავნე კურსი”

დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დოუტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს...

დღეს დილიდან გაიფიცნენ ზუგდიდის სხვა და სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები

ახალგაზრდები რუსული რეჟიმის წინაღმდეგ! დღეს დილიდან გაიფიცნენ ზუგდიდის საჯარო სკოლის სხვა და სხვა მოსწავლეები,...