მთავარისიახლეებიპოლიტიკაოთარ კახიძე: ეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელიც...

ოთარ კახიძე: ეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტს ჰყოლია

Published on

 
იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს ვითარება დაძაბული იყო. სიტყვიერი დაპირისპირება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციას შორის, კახეთში განვითარებულ მოვლენებზე საუბარს მოჰყვა. ეკა ბესელიამ ოპოზიცია სხდომებზე დებოშს მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. 
 
,,ოთარ კახიძე ადეიშვილის დღის წესრიგს არის მიჩვეული და რა უნდა მოვთხოვო?“ – ეს განცხადება, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ  გააკეთა. და ამასთან„ნაციონალური მოძრაობის“ წერის, სალომე სამადაშვილის მიერ იურიდიული კომიტეტის დატოვებასაც გამოეხმაურა.
 
„დებოშის მოსაწყობად დადიან სხდომებზე. სალომე სამადაშვილი საერთოდ რატომ იყო ამ კომიტეტის წევრი არ მესმის. კანონები არ იცის და სხდომებს აცდენს, ხელფასს რაში იღებს?,“ – ამბობს ბესელია.
 
ბესელიამ ოპოზიციის იმ ბრალდებებსაც უპასუხა, რომელიც დავით კირკიტაძის დაკავებას და ოპონენტების დევნას ეხებოდა. მისი თქმით, კირკიტაძეზე  პოლიტიკური დევნა არ განხორციელებულა. ბესელია ამბობს, რომ პოლიტიკური დევნა მაშინ იყო, როდესაც მისი სკოლის მოსწავლე შვილი დააკავეს.
 
„კადრები ყველამ ვიხილეთ ძალადობის და კანონდარღვევის. კანონის დარღვევაზე და ძალადობაზე ინდულგენცია არ არსებობს სახელი და გვარი. პოლიტიკური დევნა ის იყო, რომ ამ მუხლით 2009 წელს სკოლის მოსწავლე იყო ჩემი შვილი, როდესაც პოლიციის წინააღმდეგობის ბრალდებით, ისე რომ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, დააპატიმრეს და თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ეს იყო პოლიტიკური დევნა. ეს არ არის პოლიტიკური დევნა, როდესაც ყველამ ვიხილეთ, როგორ არღვევდნენ კანონს და ძალადობდნენ ადამიანებზე,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
 
 
ეკა ბესელია არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტს ჰყოლია, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ გააკეთა.
 
როგორც დეპუტატმა განმარტა, ქვეყანაში ადგილი აქვს შერჩევით სამართალს, მიმდინარეობს რეპრესიები ოპოზიციური ლიდერების მიმართ და განცხადების გაკეთება კომიტეტის სხდომაზე სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით სურდა, რისი შესაძლებლობაც მას ეკა ბესელიამ არ მისცა.
 
„წუთნახევარი მოვითხოვე განცხადების გასაკეთებლად და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, რისი შესაძლებლობაც არ მომეცა. როდესაც პოლიტიკოსს პარლამენტში აზრის გამოხატვის შესაძლებლობა არ ეძლევა, სწორედ ეს ახდენს შემდგომში პროცესების რადიკალიზაციას“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ოთარ კახიძემ.
 
ვიდრე კახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომას პროტესტის ნიშნად დატოვებდა, მან ფრაქციის სახელით ახალი რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მოწვევის მოთხოვნა დააყენა.
 
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ფრაქციის წერილობითი მოთხოვნა რეგლამენტის შესაბამისად უწყებას გადაეგზავნება.

სიახლეები

გაჩხრიკეს ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძისა და კიდევ 8 პირის სახლები

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს, სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის...

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 16 პირი დააკავეს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ ივანიშვილის შს მინისტრმა გეკა...

პარტიების აკრძალვის საქმე, სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოში წავა

პარტიების აკრძალვის საქმე, სავარაუდოდ, სტრასბურგის სასამართლოში წავა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ივანიშვილის პარტიის...

“სამარცხვინო ლაქაა!..” – მიხეილ სააკაშვილი ეუთოს თავმჯდომარის დაჯარიმებაზე

რუსთაველის გამზირზე თითქოსდა გზის გადაკეტვის გამო ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის დაჯარიმების შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი...