მთავარისიახლეებიპოლიტიკაელენე ხოშტარია, ენმ-ს წევრის დავით კირკიტაძის დაკავებას, პოლიტიკურ შურისძიებას უწოდებს

ელენე ხოშტარია, ენმ-ს წევრის დავით კირკიტაძის დაკავებას, პოლიტიკურ შურისძიებას უწოდებს

Published on

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, ენმ-ს წევრის დავით კირკიტაძის დაკავებას, პოლიტიკურ შურისძიებას უწოდებს. ხოშტარიას თქმით, ხელისუფლება დაკავებებით ოპოზიციის ლიდერებზე ანგარიშსწორებას ცდილობს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია და მაგალითად ხოშტარიას ფარცხალაძის და მარნეულის მერის საქმეები მოჰყავს. ოთარ ფარცხალაძე გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას ფიზიკურად გაუსწორდა, თემურ აბასოვი კი იმ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში არის ბრალდებული. „დავით კირკიტაძის დაკავების, ოპოზიციის ლიდერის დაკავების საკითხი სცდება პიროვნებებს და კონკრეტულ პარტიებს. ეს არის ოპოზიციის ლიდერის მიმართ ანგარიშსწორება. როდესაც უკანონო კორდონის გარღვევას ცდილობ, ამისთვის ოპოზიციის ლიდერის დაკავება, თან მაშინ, როდესაც გყავს ფარცხალაძე, რომელიც პირდაპირ ეთერში ფიზიკურად უსწორდება ადამიანებს, როდესაც გყავს აბაზოვი, რომელიც შარდს უსვამს თავის პოლიტიკურ ოპონენტს, ამ შერჩევითი სამართლის პრეცედენტი არის ბევრად უფრო დიდი პრობლემა,“-აცხადებს ელენე ხოშტარია.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...