მთავარისიახლეებიპოლიტიკაშსს არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს

შსს არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროში ენმ-ს წევრის დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ. კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების და მათი მხარდამჭერების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთ სამართალდარღვევას, მათ შორის ძალადობას პოლიციელებზე, რა დროსაც დაშავდა 10 სამართალდამცავი.
 
ლადო ბორცვაძის თქმით, ერთ-ერთ ასეთ ქმედებაში ბრალდებულია ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძეც, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, შეურაცხყოფა და ქონების დაზიანება.
 
მისივე თქმით, გუშინ მომხდარ არაერთ ინციდენტზე გრძელდება გამოძიება და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.
 
"ინციდენტების შედეგად აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებებით მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი პოლიციელი, ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ტექნიკა, რომლის ღირებულება ათიათასობით ლარს აღწევს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიტუაციის განმუხტვის შემდეგ დაიწყო ინციდენტების დეტალური შესწავლა. გამოძიება დაიწყო დანაშაულის ნიშნების შემცველ არაერთ ფაქტზე, რომლებზეც ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. გამოძიება მათ შორის დაიწყო აქციის ერთ-ერთი მონაწილის, შოთა დალაქიშვილის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე.
 
გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა 16 დეკემბერს ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე. გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო მოქმედებები. მიმდინარეობს ვიდეომასალის შესწავლა და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს,“- განაცხადა ლადო ბორცვაძემ.
 
კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის განმარტებით, გაერთიანებული ოპოზიციის წევრების მხრიდან დაანონსებული იყო აქცია და ისინი ცდილობდნენ, ჩაეშალათ ინაუგურაცია, რის გამოც მიღებული იყო საგანგებო ზომები. თუმცა მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერებს პოლიციელების მხრიდან არ შეზღუდვიათ გადაადგილება. მათ მიუთითეს კონკრეტული მარშრუტი, რომლის გამოყენებაზეც უარი განაცხადეს. 
 
"ინაუგურაციის გამართვამდე გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დააანონსა, რა დროსაც მათი მხრიდან ღიად გაკეთდა განცხადებები ინაუგურაციის ჩაშლასთან დაკავშირებით.
 
ზემოაღნიშნულის გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ინაუგურაციაზე მოწვეული იყო 1800 სტუმარი, მათ შორის უცხოეთიდან მაღალი რანგის სტუმრები, პოლიციამ მაქსიმალურად გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო კონკრეტული მარშრუტით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება ისე, რომ აქციის მონაწილეებს მიეცათ ალტერნატიული გზით და საშუალებით, აქციის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა.
 
აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას რამდენჯერმე, სხვადასხვა ფორმით, მიეწოდა ინფორმაცია. პოლიციის მიერ ეს ინფორმაცია, გადაადგილების კონკრეტულ მარშრუტზე მითითებით, ასევე ადგილზე მიეწოდათ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს.
 
აღსანიშნავია, რომ შეთავაზებულ ალტერნატიულ გზას აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები პირდაპირ მიჰყავდა თელავში იმ ადგილამდე, სადაც აქცია ჰქონდათ დაგეგმილი.
 
პოლიციის შეთავაზებას დემონსტრანტების ლიდერებმა უპასუხეს ღიად გამოხატული აგრესიით, ასევე ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის, თავდასხმებს საქართველოს პარლამენტის წევრებზე, პოლიციელებზე. დაფიქსირდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის რამდენიმე ფაქტიც,"- განაცხადა ლადო ბორცვაძემ. 

სიახლეები

საქართველო “საარჩევნო დემოკრატიების” სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა

უკუსვლა დემოკრატიაში-საქართველო "საარჩევნო დემოკრატიების" სიიდან ჩამოქვეითდა და ავტოკრატიების კატეგორიაში გადავიდა. „ვიდემის" მიერ გამოქვეყნებული კვლევით, რომელიც...

ბათუმელი მედროშე 2 800 ლარით დააჯარიმეს

ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე 2 800 ლარით დააჯარიმეს - გადაწყვეტილება მოსმართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა...

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა , რომელიც ჰაერით ვრცელდება და...

აქციების გაშუქებისას თურქეთში 9 ჟურნალისტი დააკავეს

თურქეთის ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, თურქეთის ქალაქებში საპროტესტო აქციების გაშუქებისას 9 ჟურნალისტი დააკავეს. მათი დაპატიმრების...