მთავარისიახლეებიპოლიტიკადამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად დაისჯება- გიორგი გახარია

დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად დაისჯება- გიორგი გახარია

Published on

გურჯაანში, გუშინ მომხდარი დაპირისპირებისას სამართალდამცველებიც დაშავდნენ. 15 პოლიციელი ამ დრომდე თელავისა და გურჯაანის საავადმყოფოებში რჩება.
 
ისინი დღის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრმა მოინახულა. გიორგი გახარიას თქმით, მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დღეიდან დაიწყება და ყველა დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად დაისჯება.
 
საავადმყოფოში მყოფ მინისტრს მცირე შელაპარაკება მოუვიდა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელთან.
 
„როდესაც ფაქტის წინაშე დავდექით დღეს იქ, მხოლოდ მაშინ განგვიცხადეს, რომ თურმე შერჩეული ყოფილა სხვა გზა. არაფერი არ ყოფილა შერჩეული,“- მიმართა გიორგი ბოტკოველმა გიორგი გახარიას.
 
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ბრალდებები მიუღებელი აღმოჩნდა მინისტრისთვის. მან კითხვით მიმართა ბოტკოველს. გახარიამ თქვა, რომ პოლიციამ ოპოზიციის ლიდერებს თელავში ყვარლის გზით ჩასვლა გადატვირთული მოძრაობის გამო სთხოვა და მისთვის გაუგებარია რატომ შეეჯახა ოპოზიცია პოლიციას, როდესაც სამართალდამცველები მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.
 
„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ თითოეულ ფაქტზე იქნება ჩატარებული გამოძიება. იქ სადაც დადასტურდება ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციების შედეგად, პოლიციის მიმართ მიყენებული ან ფიზიკური ან სიტყვიერი ან სხვა სახის ძალადობა ან შეურაცხყოფა, ისევე როგორც პროტესტანტების მხრიდან იყო გარკვეული დაზიანებები მიღებული, ყველას შემთხვევა იქნება გამოძიებული. ყველა აგებს პასუხის, მიუხედავად მათი სტატუსისა,“-განაცხადა შს მინისტრმა.
 
მოგვიანებით, გიორგი გახარიამ აქციის დაშავებული მონაწილე, შოთა დალქიშვილიც მოინახულა.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...