მთავარისიახლეებიპოლიტიკაზურაბ ჯაფარიძე: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ავლაბრის სასახლე საერთოდ უნდა გაიყიდოს''

ზურაბ ჯაფარიძე: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ავლაბრის სასახლე საერთოდ უნდა გაიყიდოს”

Published on

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლე არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს. აღნიშნული განცხადება ზურაბ ჯაფარიძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
 
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ავლაბრის სასახლე საერთოდ უნდა გაიყიდოს. ჩემი აზრით, პრეზიდენტის სასახლე არა თბილისში, არამედ ქუთაისში უნდა იყოს“, -განაცხადა ჯაფარიძემ.
 
იგი ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს თელავში, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასაც გამოეხმაურა.
 
„ჩვენი პოლიტიკური პარტია არ უერთდება ამ აქციას. ოპოზიციას კი შეკრებისა და გამოხატვის უფლება აქვს. ვიმედოვნებ, რომ ამ აქციის მიზანი არ არის ის, რომ რაღაც დაპირისპირება მოხდეს“, -განაცხადა ჯაფარიძემ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....