მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ფასს გაიგებთ, გვიან არ იყოს'' - გიორგი აბაშიშვილი...

,,როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ფასს გაიგებთ, გვიან არ იყოს” – გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალ უფროსს მიმართავს

Published on

პატივცემულო, გაითვალისწინე, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ფასს გაიგებთ, გვიან არ იყოს, ესენი ძალიან, ძალიან მაგრები არიან, – ამ სიტყვებით მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალ უფროსს.
 
აბაშიშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, დღეს, გიორგი მარგველაშვილს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება დახვდება.
 
„ერთი ასეთი ისტორია: 2013 წლის აგვისტოში გავიცანი პრეზიდენტობის კანდიდატი ბატონი გიორგი მარგველაშვილი. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ბევრს ვსაუბრობდით ეკონომიკაზე, ვცდილობდით საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე გაგვემახვილებინა ყურადღება. თუმცა, ძალიან მალე მივხვდი რომ სერიოზული ოპონენტი გავიჩინე ეკონომიკის საკითხებზე.
 
2014 წლის 30 მაისს კი მხვდა პატივი წილად, გავმხდარიყავი პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში. მახსოვს პირველი დღე ადმინისტრაციაში, უამრავი კეთილი და პროფესიონალი ადამიანი, რომელთა გაცნობას ვიწყებდი. მოგვიანებით პრეზიდენტმა დამნიშნა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ, შემდგომ პრეზიდენტის სამდივნოს უფროსად, სამი წლის წინ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად. საოცრად ვამაყობ, რომ პრეზიდენტი ასე მენდობოდა. მენდობოდა ყველა საკითხში: დაწყებული საწერი ავტოკალმის შესყიდვიდან გაგრძელებული ეროვნული ბანკის კანონპროექტზე ვეტოს დადების აუცილებლობით. საოცარი კომფორტია ასე მუშაობა. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, უკვე თამამად შემიძლია ვთქვა – ჩემს უახლოეს მეგობარს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს! კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა ბატონ პრეზიდენტზე, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
 
თუმცა, ამავდროულად მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ კომფორტის უდიდესი ნაწილი იყვნენ ჩემი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. არასოდეს მოვერიდები ხაზგასმას – ისინი უმაღლესი რანგის პროფესიონალები არიან.
 
ვერც კი გავიგე ვის უნდა მივმართო იმდენი ადამიანი ლაპარაკობს (სრულიად არაკვალიფიციურად) პრეზიდენტის ადმინისტრაციის მართვის შესახებ მაგრამ, ორშაბათს 17 დეკემბერს აქ, ამ მაგიდასთან ხომ დაჯდება ვინმე, (ათონელზე გადასვლა ვერ გამოვიდა დასასრულებელია შენობა არადა თითქოს ხუთი წლის წინ იყო მზად), ჰოდა პატივცემულო გაითვალისწინე, როდესაც ამ თანამშრომლების ფასს გაიგებთ, გვიან არ იყოს, ესენი ძალიან, ძალიან მაგრები არიან.
 
როგორ მინდა სათითაოდ ჩამოვთვალო ყველა, მაგრამ ისედაც გრანდიოზული პოსტი გამოვიდა ან მოთხრობა უფრო. თუმცა, ჩემო თანამშრომლებო, მეგობრებო, უღრმესი მადლობა თქვენ, სამშობლოს სამსახურისათვის! თქვენ ბრწყინვალედ ემსახურეთ თქვენს ქვეყანას პრეზიდენტის ადამინისტრაციიდან! თქვენ იყავით ჩემი საყრდენი და სიმშვიდე ნებისმიერი ღონისძიების დაგეგმვის დროს და რამდენი იყო ასეთი… რა რანგის… ვამაყობ! ბედნიერი ვარ! გამიმართლა ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენ რომ გაგიცანით, თქვენთან რომ მომიწია მუშაობამ, რამდენი რამ ვისწავლე…
 
მქონდა თუ არა შეცდომები თანამშრომლებთან მიმართებაში – ცალსახად მქონდა ამ ოთხი წლის ექვსი თვის და 15 დღის მანძილზე. ამიტომ, მინდა ყველას გითხრათ კიდევ ერთხელ – მაპატიეთ რაც შემეშალა და უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის! გემშვიდობებით!
 
ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენთან დავიწყე მუშაობა და თქვენთანვე დავამთავრებ! ამიტომ დღეს ჩემი განცხადება დაგხვდებათ – „ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან", – წერს აბაშიშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

სიახლეები

22 წლის ზუგდიდელი ახალგაზრდა, რომელიც თბილისში დაშავდა, რეანიმაციაში გადაიყვანეს

ინგოროყვას სახელობის კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა, რომელმაც გუშინ თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო რეანიმაციულ...

“კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე სასტიკ ძალადობას” – ყოფილი საჯარო მოხელეები

ყოფილი საჯარო მოხელეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ "კატეგორიულად გმობენ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალ...

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი “ოცნებას” მოუწოდებს, შეცვალოს “ევროპული ღირებულებებისგან გადახვევის მავნე კურსი”

დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დოუტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს...

დღეს დილიდან გაიფიცნენ ზუგდიდის სხვა და სხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები

ახალგაზრდები რუსული რეჟიმის წინაღმდეგ! დღეს დილიდან გაიფიცნენ ზუგდიდის საჯარო სკოლის სხვა და სხვა მოსწავლეები,...