მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი შეწყალების აქტს აღარ გამოსცემს - კომისიის სხდომების ჩაშლის ერთ-ერთ მიზეზად წყნეთში...

პრეზიდენტი შეწყალების აქტს აღარ გამოსცემს – კომისიის სხდომების ჩაშლის ერთ-ერთ მიზეზად წყნეთში მომხდარი დაჭრის ფაქტი სახელდება

Published on

პრეზიდენტი შეწყალების ბოლო აქტს აღარ გამოსცემს – ამის ერთ-ერთ მიზეზად წყნეთში მომხდარი კრიმინალური ფაქტი სახელდება.წყნეთში პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა ყოფილმა პატიმარმა ციხის სამი თანამშრომელი დაჭრა.კომისიის თავმჯდომარე არ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ბოლო შეწყალების აქტის გაუქმების მიზეზი ეს არის. ზვიად ქორიძე კომისიის სხდომის დეტალებზეც არ საუბრობს.მაგრამ ფაქტია, რომ  კომისიის სხდომა დღესაც არ ჩაუნიშნავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კომისია საქმეების განხილვას, რეკომენდაციების მომზადებას და პრეზიდენტისთვის გადაგზავნას ვეღარ მოასწრებს.
 
არადა, მარგველაშვილი რომ წასვლის წინ ბოლო შეწყალებას გეგმავდა, ეს კურიერს კომისიის წევრებმა დაუდასტურეს. მიმდინარე კვირას კომისიის ერთი სხდომა გაიმართა, თუმცა შემდეგ სხდომის დაწყების წინ კომისიის წევრებს მისწერეს, რომ მუშაობა შეჩერებულია. ზვიად ქორიძე ამბობს, რომ თუ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ახლა პატიმრები არ შეიწყალა ამას მომდევნო პრეზიდენტი გააკეთებს. 
 
"კომისიის სხდომა ჩანიშნა პრეზიდენტმა, შემდეგ შეაჩერა ეს კომისიის სხდომა. თუ მარგველაშვილმა არ მიიღო შეწყალების აქტი, ის საქმეები, რომლებიც არის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესული განხილული იქნება შემდგომი კომისიის სხდომაზე,"-ამბობს ქორიძე.  
 
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ შეწყალების კომისიის ბოლო მოსამზადებელი 9 სხდომა პრეზიდენტის ინიციტივით მათთვის უცნობი მიზეზით შეწყდა.
 
ეკა გიგაურის განცხადებით, ახლა მხოლოდ გიორგი მარგველაშვილზეა დამოკიდებული 16 დეკემბრამდე შედგება თუ არა ბოლო შეწყალების აქტი.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...