მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ყინულის მოედნის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა არ ფუნქციონირებს...

ზუგდიდში ყინულის მოედნის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა არ ფუნქციონირებს – “ფლანგვის დეტექტორი”

Published on

ზუგდიდში ყინულის მოედნის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა ის ამ დრომდე არ ფუნქციონირებს.ინფორმაციას საბიუჯეტო თანხის სავარაუდო არამიზნობრივად ათვისების შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.კვლევაში ნათქვამია, რომ ყინულის მოედანი 2012 წელს აშენდა, ორჯერ დაზიანდა და კვლავ რეაბილიტაციის ეტაპზეა. ამისთვის კი წელს დამატებით 400 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი.
 
„ეს ყინულის სახლი უკვე სამ წელიწადში გახდა სარეაბილიტაციო. 2015 წელს 154 000 ლარი დაიხარჯა რეაბილიტაციაზე. 2018 წელს ისევ არის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 408 ათასი ლარი ყინულის მოედნის რეაბილიტაციისთვის. ეს თანხა უფრო მეტია, ვიდრე 2018 წლის ზუგდიდის ბიუჯეტში გაწერილი თანხები სოციალურად დაუცველთა, შშმ პირთა, ვეტერანთა და დევნილთა დასახმარებლად,“- ამბობს "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი, დავით მჟავანაძე.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....