მთავარისიახლეებიმსოფლიოსტრასბურგში საშობაო ბაზრობასთან სროლისას, ბოლო მონაცემებით დაიღუპა 3 და დაიჭრა 12 ადამიანი

სტრასბურგში საშობაო ბაზრობასთან სროლისას, ბოლო მონაცემებით დაიღუპა 3 და დაიჭრა 12 ადამიანი

Published on

სტრასბურგში საშობაო ბაზრობასთან სროლისას, ბოლო მონაცემებით დაიღუპა 3 და დაიჭრა 12 ადამიანი. ქვეყნის შს მინისტრის თქმით, დაშავებულებიდან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია. 
 
კრისტოფ კასტანერის თქმით, თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში ანტიტერორისტული ღონისძიებები გაძლიერდა. 
 
29 წლის თავდამსხმელს, რომლის ვინაობაც პოლიციამ იცის, ამ დრომდე ეძებენ. ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა თავდამსხმელის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში იცოდნენ. 
 
სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობას 400-მდე სამართალდამცველი იღებს. ოპერაციაში ჩართულია ორი ვერტმფრენი.
 
 
სტრასბურგში საშობაო ბაზრობასთან სროლა გუშინ, ადგილობრივი დროით 19:50 საათზე მოხდა. უსაფრთხოების მიზნით, დროებით დაიხურა შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე დაწესებულებები, მათ შორის ევროპარლამენტის შენობაც. მოსახლეობის ევაკუაციაც მოხდა. 
 
ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველა პირს რომელსაც ესაჭიროება დახმარება შეუძლია, დაუკავშირდეს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460 
 

სიახლეები

ხობის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ისინი მდინარეში საბანაოდ შევიდნენ, რა დროსაც...

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...