მთავარისიახლეებიპოლიტიკა16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიცია თელავში მშვიდობიან აქციას ჩაატარებს

16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიცია თელავში მშვიდობიან აქციას ჩაატარებს

Published on

16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიცია თელავში მშვიდობიან აქციას ჩაატარებს – ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია მიიღებს.
 
ვაშაძის განცხადებით, აქცია დედაქალაქში და ასევე სხვა ქალაქებშიც გაიმართება, თუმცა ყველაზე მასშტაბური თელავში იქნება.
 
გრიგოლ ვაშაძემ აქვე დააანონსა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ორ დღეში, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ვიდეოებს გამოაქვეყნებენ.
 
„არ არსებობს სიტუაცია, როდესაც 800 ათასი ამომრჩეველი არ მონაწილეობს ქვეყნის მართვაში და ღამის დარაჯის დანიშვნის უფლებაც კი არ აქვს. რადგანაც ხელისუფლებამ ყურთ არ იღო საერთაშორისო ორგანიზაციებს და დამკვირვებლების აზრი… რადგან მათ ყურთ არ იღო ჩვენი კომპრომისული შეთავაზებები, ამიტომ, 16 დეკემბერს, თელავში ჩვენ ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას, რომელიც მთლიანად იქნება ჩვენი კონსტიტუციის, კანონმდებლობის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებში. ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელში მონაწილეობას მიიღებს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია,“ – განცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
 ვაშაძის თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია, რათა ხელისუფლების წევრებამდე  გაბრაზებული ამომრჩევლის ხმა მიიტანონ. 
 
16 დეკემბერს ახლადარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება.  
 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...