ვინ ოლიგარქის კარის ტაკიმასხარაა, ვინ – ქაჯეთის ციხის გალავანზე გადაგდებულ თოკზე ჯამბაზის ხელოვანებით მოარული მებრძოლი

0
379
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელმა   ფბ "ლაივმა" , რომლის თემა იყო არჩევნების მოპარვის შემდეგ შექმნილი პოლიტიკური სიტუცია,  ილუზორული მყუდრება დაურღვია ხელისუფლებას., რომელსაც სურს ნებისმიერი ხერხით წარსულად გადააქციოს  საპრეზიდენტო არჩევნები და თავის გამარჯვებას შეაგუოს  საზოგადოება. 
 
,,პატრიარქიდან დაწყებული და ჩვეულებრივი მოქალაქეებით დამთავრებული ყველა აღიარებს და ამბობს , რომ "ხმები მოიპარეს"…მოიპარეს და შედეგები უნდა ვაღიაროთ??? არასოდეს!!! არც ეცადოთ! პასუხი იქნება და უკომპრომისო!'' – ასეთია მიხეილ სააკაშვილის პასუხი ამ მცდელობაზე.
 
მიხეილ სააკაშვილი საგნებს თავის სახელს არქმევს,  ეს ნამდვილი ლიდერის მოვალეობაც არის და შინაგანი მოწყობაც, მაგრამ ხელისუფლებას, რომელიც ოლიგარქის მარიონეტია, არ მოსწონს, რომ მის ხელდასხმულ პრეზიდენტს მარიონეტს, თოჯინას უწოდებენ.   სამწუხაროდ, ხელისუფლება არ ცნობს სხვისი გამოხატვის უფლებას და  ნებისმიერ კრიტიკას მისი მისამართით  დისკრიმინაციულ, ქსენოფობიურ , სიძულვილის ენას უწოდებს. 
 
,,მიხეილ სააკაშვილი  ტრადიციულად გვაოცებს თავისი დისკრიმინაციული, ქსენოფობიური სიძულვილის ენით, – ასე აფასებს , მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის "თოჯინად" მოხსენიებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე.
 
მისი თქმით, დასანანია, რომ სააკაშვილი ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო.
 
"საერთოდ რა ესაქმება უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან? თვითონვე თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობის მიღებით საქართველოს მოქალაქეობაზე. უკრაინიდან გაძევების შემდეგ კვლავ ცდილობს დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ პროცესებში. ასეთი ფორმით, სიძულვილით, დაუმორჩილებლობითა და რევოლუციისკენ მოწოდებით, მოხვდება „მატროსოვის“ ციხეში, სადაც უკვე უნდა იყოს. გასულია მომსახურების ზონიდან და დასაჭერია ეგ კაცი",- განაცხადა ზოიძემ.
 
 
,,მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი ჯამბაზი გახდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებების საპასუხოდ განუცხადა.
 
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საინტერესო აღარ არის. „ის ჩვეულებრივი ჯამბაზი გახდა თავისი მოწოდებებიდან გამომდინარე",- განაცხადა კალაძემ.
 
სააკაშვილი ვერასოდეს გახდება ,,ეგ კაცი'' თავისი ქვეყნისთვის, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ  კაცია და თავისი ოპონენტებისგან ( თუ ეს სიტყვა მეტისმეტი პატივი არ არის მათთვის) განსხვავებით, ფული კი არა, ქვეყანა უყვარს.  მატროსოვის ციხის კარები კი ზოიძე-კალაძისათვის  სამუდამოდ  არავის ჩაუბარებია.  მათთვის  სულ სხვა პერსპექტივები იშლება. ისე ჯამბაზსაც გააჩნია:  ვინ მეფის გამრთობი ტაკიმასხარაა, ვინ ქაჯეთის ციხის გალავანზე გადაგდებულ თოკზე მოარული მებრძოლი  ქაჯთ  დასათრგუნად. –  სადაც თამარ მეფის პაროდიაა სალომე ზურაბიშვილის სახით,  იქ ვეფხისტყაოსნის ეს რემინისცენციაც იყოს. 
წინა სტატიაგუნგაშ კარაია. შენების ფილოსოფია
შემდეგი სტატიაავტოავარია ცაიშთან – გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია ხუთი ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური