მთავარისიახლეებიპოლიტიკაForeign Policy: საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკსის კანდიდატურას ბლოკავს...

Foreign Policy: საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკსის კანდიდატურას ბლოკავს როგორც მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურას

Published on

 
  გავლენიანი ამერიკული გამოცემის  Foreign Policy-ის ჟურნალისტები წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკული მხარე საქართველოში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე ბრიჯიტ ბრინკსს განიხილავდა, თუმცა რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად მიიჩნევდა.
 
FP წერს, რომ მისი წყაროები არიან როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ოფიციალური პირები ვაშინგტონში
 
სტატიაში წყაროებზე დაყრდნობით პირდაპირ წერია, რომ  ,,საქართველოს მთავრობა ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს, რადგან ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.''
 
,,ვაშინგტონში ყოფილმა და მოქმედმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოცემას შეატყობინეს, რომ საქართველოს მთავრობა უარს ამბობს გამოცდილი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დამტკიცებაზე და ამ გადაწყვეტილებას ხელს არ მოაწერს.'' წერს გამოცემა/
 
სტატიაში არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერია, რომ ელჩის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დაბლოკა.

 
,,ეს ყველაფერი სიმართლესთან ახლოს ნამდვილად არ არის, – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე გავრცელებულ ინფორმაციას – შეერთებულ შტატებზე ვსაუბრობთ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი ხასიათის განცხადებების გამეორება დამაზიანებელია, მათ შორის მედიის მხრიდან", – განაცხადა თოთლაძემ.
 
ამ კრიტიკას    Foreign Policy როგორმე გადაიტანს, მიჯირყვნის ტაქტიკა ამ შემთხვევაში არ მოქმედებს 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....