მთავარისიახლეებიპოლიტიკადღის თემა - დატრიალდება თუ არა სამთავრობო კარუსელი? და ბოკერიას კომენტარი: მინისტრის...

დღის თემა – დატრიალდება თუ არა სამთავრობო კარუსელი? და ბოკერიას კომენტარი: მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალო

Published on

არაოფიციალური ინფორმაციით, მთვრობაშ დიდი წმენდა ინაგურაციის შემდეგ დაიწყება და, არსებობს მოლოდინი, რომ პოსტი პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დატოვოს. ასევე, ამბობენ, რომ თნამდებობას დატოვებს თვდაცვის მინისტრი ლევან იზორია.იმ შემთხვევაში, თუ ბახტაძეს გადააყენებენ, პრემიერი შესაძლოა, შს მინისტრი გიორგი გახარია გახდეს. სხვათა შორის, გახარიას შესაძლო გაპრემიერებაზე ჯერ კიდევ მაშნ საუბრობდნენ, სანამ ამ პოსტს ბახტაძე დაიკავებდა.
 
ასევე, არსებობს ვერსია, რომ ბახტაძე შესაძლოა, მაია ცქიტიშვილით ჩაანაცვლონ. მაია ცქიტიშვილი, რომელიც ამჟამად ინფრასტრუქტურის უწყების ხელმძღვანელია, მისი  კანდიდატურა პრემიერის პოსტზე ბიძინა ივანიშილის დიდი ნდობის ნიშნით სახელდება
 
კიდევ ერთი საკადრო ცვლილება სავარაუდოდ  ფინანსთ სამინისტროს შეეხება – ივანე მაჭავარიანის მოხსნის შემთხვევაში, მის პოსტს, დიდი ალბათობით, მიხეილ დუნდუა დაიკავებს. დუნდუაც, ცქიტიშვილის მსგავსად, ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. სხვათა შორის, დუნდუას გვარი გამოჩნდ „ომეგა ჯგუფის“ საქმეშიც – ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერის თნახმად, სწორედ დუნდუაა ის პირი, რომელიც „ომეგასთან“ მოპლაპარაკებებს აწარმოებს და ითხოვს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზაზა ოქუაშილი ხელისუფლების პირობებს დასთანმხდება და „ოცნებისთვის“ სასურველ ინტერვიუს მისცემს, „ომეგა ჯგუფს“ პრობლემები მოუგვარდება.
 
.კულუარებიდან კიდევ ერთი ცვლილების შესახებ ხდება ცნობილი. ამჯერად ლაპარაკია „ქართული ოცნების“ ლიდერშიფის ე.წ. გადახალისებაზე. კულუარებიდან მიღებული ინფორმაციით, პარტიულ თნამდებობებს დატოვებენ კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე, როგორც მბობენ, კალაძე-კობახიძის მიმართ ბიძინა ივანიშვილის განაწყენების საბაბი გახდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები , რა დროსაც სალომე ზურაბიშილმა არჩევნები, პრინციპში, წააგო. სწორედ მაშნ დადგა დღის წესრიგში „ოცნების“ აღმასრულებელი და გენერალური მდივნების შეცვლის საკითხი. თუმცა არ სახელდება, თუ ვინ დაიკავებს აღმასრულებელი ან გენერალური მდივნის პოსტს.
 
მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს უმრავლესობის ნაწილი ადასტურებს, თუმცა არ აკონკრეტებს, ვინ დაემშვიდობება თანამდებობას.
 
„სისულელეზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ“ – ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე სამთავრობო და პარტიულ ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას.
„ეს არის სისულელე. ცვლილებები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, როცა იქნება ამის საჭიროება, აუცილებლად იქნება ცნობილი თქვენთვის და საზოგადოებისთვის“,- ამბობს კალაძე.
 
რაც შეეხება ოპოზიციის რეაციას მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე, მათ მიააჩნიათ, რომ მმართველპარტიას და ხელისუფლებას საკადრო ცვლილებები ვეღარ უშველის, რადგან იგივე მის მიერ შექმნილმა სისტემამ შთანთქა და განახლების უნარი აღარა აქვს.  
 
"ძველი და უკვე გაცვეთილი ანეკდოტია ერთი – მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო. აი ამას მაგონებს ეს ყველაფერი. -ასე აფასებს „ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გავრცელებულ ინფორმაციას ხელისუფლებაში საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით,  ამ გადაადგილებებ სერიოზულად არავინ არ განიხილავს – . ჩვენ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ვართ, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ივანიშვილის გუნდმა. განსაკუთრებით ბოლო არჩევნებით, როცა პირდაპირ მიაყენეს შეურაცხყოფა საქართველოს მოქალაქეებს იმით, რა ფორმითაც ის ჩატარდა. აქედან გამოსვლის გზაზე აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო სისტემის შეცვლა, შემდგომში ერთპიროვნული მმართველობის დემოკრატიული გზით დამთავრება და ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დაყენება", – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სიახლეები

ირანი კიდევ ორი გენერლის დაღუპვას ადასტურებს

ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი...

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო, დღეს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო 14 ივნისს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა -...

აქტივისტი პლაკატით „ანწუხელიძე უკვდავია“ 5000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი თამარ კურატიშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. მას 28 მარტს...

ნეთანიაჰუს მიმართვა ირანელ ხალხს-ისრაელი თქვენ არ გებრძვით, ჩვენს საერთო მტერს ვებრძვით

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანში ისრაელის იერიშებთან და ოპერაცია "აღმავალ ლომთან" დაკავშირებით ირანელ ხალხს...