მთავარისიახლეებისაზოგადოებამე- 6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა

მე- 6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა [Video]

Published on

მე- 6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ია კერზაიას შვილი განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელისა და წევრების დასჯას ითხოვს ბაჩანა შენგელია, იმ კონკრეტულ პირების დასჯას მოითხოვს, ვინც ია კერზაიაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენდა, მისი თქმით, ესენი არინ: განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები. სწორედ მათი მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო მოხდა ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს და მიმართვას არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ უწყებებს, მომხდარით დაინტერესდნენ. „ვინაიდან სახეზე გვაქვს უკვე დასრულებული დანაშაული მათი მხრიდან, განათლების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირველი პირიდან დაწყებული რამდენიმე პირის მიერ ჩადენილი დანაშაული, დასრულებული დანაშაული, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება და ადამიანის დისკრიმინაციული ნიშნით დევნა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რამაც ეს შედეგი მოგვიტანა და აუცილებლად დავაყენებთ მათი პასუხისმგებლობის და მათ მიმართ, ასე ვთქვათ, ბრალის წარდგენის ყველა საფუძველს. წარვადგენთ ყველანაირ დოკუმენტაციას და მოვითხოვთ, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ უმკაცრესად, ვინაიდან მიიღეს ამ ერთ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა,“ – აცხადებს ბაჩანა შენგელია.

 

 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...