მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: პრეზიდენტი არა საქართველოს, არამედ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს, ამიტომ სალომე ზურაბიშვილს...

გრიგოლ ვაშაძე: პრეზიდენტი არა საქართველოს, არამედ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს, ამიტომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობას ვერ მივულოცავ, მის მოქალაქეობრივ უფლებას კი დავიცავ :

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ პრეზიდენტი არა საქართველოს, არამედ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს, ამიტომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობას  ვერ მიულოცავს.
 
„სალომე ზურაბიშვილს დიდი სიამოვნებით მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, შვილიშვილების გაჩენას, მაგრამ გავიმეორებ, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა.
 
„საქართველოში ჩატარდა კრიმინალური ტერორის და მასთან შეზრდილი კორუმპირებული ბიუროკრატიის და ოლიგარქის სპეცოპერაცია. ტოტალური გაყალბებით და ტოტალური ზეწოლით.
 
შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ ჩატარებულად და არასოდეს არ ვაღიარებთ შედეგებს.
 
გამომდინარე აქედან, საქართველოს არა ჰყავს პრეზიდენტი, პრეზიდენტი ჰყავს მარტო ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, პრეზიდენტობას ვერ მივულოცავ, მაგრამ მის მოქალაქეობრივ უფლებას თუ საჭიროა დავიცავ" განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...

დამამცირებელი მოპყრობა, უხარისხო და ჭუჭყიანი საკვები – მუსელიანცის წერილი ციხიდან

აქციების დროს დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა წერილი გაავრცელა, რომელშიც გლდანის ციხეში არსებულ მძიმე პირობებსა და...

უკრაინელებმა რუსეთში, პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინელებმა რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პავლოვსკაიას ნავთობბაზა დაბომბეს ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი...

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი გოგო წამებით მოკლეს – დაკავებულია გუდაუთის მცხოვრები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 26 წლის რუსი ტურისტი გოგო, ამინა ბიკბოვა მოკლეს. ის გაგრაში მეგობართან ერთად...