მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით უსუფაშვილი: როდესაც ქვეყანა რამდენიმე წლით უკან იხევს, ამ პროცესში პირველ ადგილზე...

დავით უსუფაშვილი: როდესაც ქვეყანა რამდენიმე წლით უკან იხევს, ამ პროცესში პირველ ადგილზე გასულს ნამდვილად არა აქვს მისალოცად საქმე

Published on

სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას არ და ვერ ვულოცავ, მე მას თანავუგრძნობ, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
 
მისივე თქმით, როდესაც ქვეყანა რამდენიმე წლით უკან იხევს, ამ პროცესში პირველ ადგილზე გასულს ნამდვილად არა აქვს მისალოცად საქმე.
 
„ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი და ეს უკვე შემდგარი პოლიტიკური მოვლენაა. მას ამ გამარჯვებას არ და ვერ ვულოცავ, ვინაიდან როდესაც ქვეყანა რამდენიმე წლით უკან იხევს, ამ პროცესში პირველ ადგილზე გასულს ნამდვილად არა აქვს მისალოცად საქმე. პირიქით, მე მას თანავუგრძნობ, რადგან ათმაგად გარჯა მოუწევს, რათა ჯერ საპრეზიდენტო სტანდარტს მიუახლოვდეს და მერე შეიძლება წინაც წავიდეს.
 
ვუსურვებ იყოს გაცილებით უკეთესი პრეზიდენტი, ვიდრე იყო კანდიდატი. პირველ რიგში კი იყოს მთელი ქვეყნის პრეზიდენტი და არა მხოლოდ „ქართული ოცნების“. ამისთვის მას სერიოზული ინიციატივები დასჭირდება. მაგალითად, პირველივე საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, ვადიანის თუ უვადოსი, ამაზე შეიძლება პოლიტიკურმა ძალებმა მოილაპარაკონ, მაგრამ პრეზიდენტის ინიციატივა, რომ პარლამენტში პოლიტიკური ძალები საზოგადოების განწყობის ადეკვატურად იყვნენ წარმოდგენილი, სწორი ნაბიჯი იქნება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
 
რაც შეეხება "ოცნებას", მისივე თქმით, ძალიან რთული ვითარებაა, რადგან პოლიტიკური თეორიებიც, პოლიტიკური გამოცდილებაც და საქართველოში არსებული ვითარებაც მიანიშნებს ერთადერთ რამეზე, რომ მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი უნდა მართავდეს ქვეყანას.
 
„ასეა ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში, ასეა პოლიტიკის თეორიაშიც და ამას ითხოვს ქართველი საზოგადოებაც. თუ ეს არ შეუძლია მმართველი პარტიის ლიდერს, ლაპარაკს რაღა აზრი აქვს“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...