„დიალოგი ოპოზიციასთან არ შედგება… არანაირი სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნება გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ“ – მმართველი გუნდის პასუხი ოპოზიციას

0
398
გაერთიანებული ოპოზიცია, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, ხელისუფლებას დროს 16 დეკემბერამდე აძელვს. მმართველი პარტია ოპოზიცას და ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს უარს ეუბნება და არ აპირებს მოლაპარაკებას არცერთ საკითხზე – არც არჩევნები შედეგები გაუქმებაზე და არც საარჩევნო კანონმდებლობი შეცვლაზე.
დიალოგი ოპოზიციასთან არ შედგება – ესაა მმართვლი გუნდის პაუხი.
 
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფი გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ არ შეიქმნება.
 
„არანაირი სამუშაო ჯგუფი არ შეიქმნება გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ. გრიგოლ ვაშაძე დამარცხდა, რუსეთი დამარცხდა. რუსეთის ჩეკა დამარცხდა. ვინ უნდა დაჯდეს გრიგოლ ვაშაძესთან სალაპარაკოდ, ჯერ თვითონ ფუნქციურად ვინ არის გრიგოლ ვაშაძე? იმდენ პატივსაც არ სცემენ, რომ მის გამოსვლებს ხელი არ შეუშალოს მიხეილ სააკაშვილმა. დღეს პროცესი მიდის, როგორც მიხეილ სააკაშვილს უნდა ისე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში და მიხეილ სააკაშვილი ეს არის დევნილი ადამიანი. მიხეილ სააკაშვილს ჩვენი მართლმსაჯულება ეძებს იმისთვის, რომ დააკავოს, ჩამოიყვანოს და ჩასვას ციხეში. ამ ადამიანთან ჩვენ არანაირი მოლაპარაკებას არ ვაპირებთ. კრიმინალ, სახელმწიფო დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ხელისუფლება არანაირ მოლაპარაკებას არ აპირებს,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
 
ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციას 780 ათასი ადამიანი, რომელთაც მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირეს, შეცდომაში შეჰყავს. დეპუტატი თქმით, ოპოზიციას სურს მოლაპარაკებები არა სახელმწიფოს ხვალინდელ დღეზე, არამედ „ახალ საპარლამენტო არჩევნებზე და ვაშაძის გაპრეზიდენტებაზე“
 
„ ოპოზიციაში იქნება პარტიებიც, იქნება ხალხიც, ვისაც სხვა მოსაზრება აქვს, მაგრამ არ მგონია, რომ ხალხი იყოს, რომელსაც ის სისხლისღვრა უნდა, რომელსაც სააკაშვილი გვთავაზობს და დღეს კარგად დავინახეთ სერიოზული სხვაობა გარკვეულ პოზიციებს შორის,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
 
„რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის მსახურთან, ადამიანთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაყენოს შეურაცხყოფა, რომელიც არის სააკაშვილის ხელის ბიჭი, რომელიც არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი. რა დიალოგი შეიძლება ამ ადამიანებთან ვაწარმოოთ,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
წინა სტატიაზეწოლა პოლიტიკური ნიშნით- ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია
შემდეგი სტატიააუთვისებელი ფული – დეკემბრის თვეში მთავრობას 1 მილიარდ 700 მილიონი ლარი აქვს დასახარჯი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური