მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ჩვენ ვნიშნავთ თითო ადამიანი 100 ადამიანს, იმიტომ რომ აქ დგანან ადამიანები, რომლებიც...

„ჩვენ ვნიშნავთ თითო ადამიანი 100 ადამიანს, იმიტომ რომ აქ დგანან ადამიანები, რომლებიც არ იყიდებიან”- მალხაზ მაჩალიკაშვილი

Published on

„აქ დგანან ადამიანები, რომლებიც არ იყიდებიან, რომლებსაც აქვთ ღირსება,“ – ეს განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა გააკეთა. მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება. მან  შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. 
 
„ჩვენ ვნიშნავთ თითო ადამიანი 100 ადამიანს, იმიტომ რომ აქ დგანან ადამიანები, რომლებიც არ იყიდებიან, რომლებსაც აქვთ ღირსება, რომლებსაც გააჩნიათ ნამუსი. აქ მე ვხედავ მართლა ვაჟკაცებს, მართალ დიაცებს, როგორც ეს შეეფერება კავკასიელ ხალხს და არა იმ ადამიანებს, რომლებიც იყიდებიან. აქ მართლა საქართველოა დღეს, აქ მართლა ქართველი ერია. როგორც შეეფერება ეს ნამდვილ ქართველებს, დღეს მე ვხედავ ნამდვილ ქართველებს დ ამით მოხარული ვარ,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
 
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, ეშინია თემირლანის წლისთავის, რომ მკვლელები დასჯილები არ იქნებიან.
 
„ღმერთმა მოგვცეს იმის ძალა და იმის შნო, ვაშენოთ ქვეყანა და დავსაჯოთ ის ადამიანები, ვინც დღეს სისტემაში არიან და სისხლით მსმელები არიან, ვინც სისხლით მოვიდნენ და ვინც სისხლით უნდა გავაცილოთ," – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 
 

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...