მთავარისიახლეებისაზოგადოებათაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ქუთაისის აეროპორტში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ქუთაისის აეროპორტში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

Published on

ინციდენტი ქუთაისის აეროპორტში – თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს აეროპორტში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.თაკო ჩარკვიანის თქმით, მას და მის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, მათ 4 პირი დაუპირისპირდათ.ჩარკვიანის თქმით, დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. ის ამბობს, რომ პოლიციის თანდასწრებით ხდებოდა ეს დაპირისპირება, თუმცა, მათ არაფერი გაუკეთებიათ. ჩარკვიანის თქმით, პოლიციამ ამ პირებს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა მისცეს.„როგორც ახლა მომაწოდეს ინფორმაცია, პრობაციონერი ვარო, ერთმა თქვა. ერთი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, მაგრამ უფრო ნასვამს არ ჰგავდა. პოლიტიკურ ნიადაგზე – აეროპორტში რომ დაგვინახეს, გვეუბნებოდნენ. მე გოგონას ვაცილებდი, თქვენ დატოვეთ ქალაქი გვეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკურ ნიადაგზე მიშა სააკაშვილი, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს არის გაერთიანება და აქ არავითარ შუაში სააკაშვილი არ არის და გირგვლიანის დროს არ მახსოვდა არავინ ჩემს გვერდით მათი სახეებიდან. არცერთს არაფერი არ ესმოდა. აგრესია იყო ძირითადად, ჩემზე და რა თქმა უნდა, უფრო ჩემს მეუღლეზე… აქ იყო ჩვეულებრივი ცემა-ტყეპა აეროპორტში, რომ არ ყოფილიყვნენ ეს ქალბატონები, მეც პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ აბსოლუტურად ჩაქოლილი იქნებოდა ეს ერთი მამაკაცი,“ – განაცხადა ჩარკვიანმა.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...