მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ლავას ოღლი" თურქეთში საპატიმროში იმყოფება" - შსს მინდია გორაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას...

“ლავას ოღლი” თურქეთში საპატიმროში იმყოფება” – შსს მინდია გორაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ კრიმინალური ავტორიტეტის მინდია გორაძის, იგივე "ლავასოღლის" შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
 
"გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას – კრიმინალური ავტორიტეტის, ლავას ოღლის, იგივე მინდია გორაძის თურქეთის საპყრობილიდან გათავისუფლების შესახებ. ტელეკომპანიისა და ლავას ოღლის უფლებადამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
 
თურქი სამართალდამცველების მოწოდებული ინფორმაციით, ლავას ოღლი, იგივე მინდია გორაძე თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობაში რჩება და ის მეზობელი ქვეყნის საპატიმროში იმყოფება.
 
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 18 ივლისს აჭარაში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა, „კანონიერ ქურდს” მინდია გორაძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ლავას ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
 
თურქმა სამართალდამცველებმა ლავას ოღლი მიმდინარე წლის ოქტომბერში, ტრაბზონში დააკავეს.
 
მინდია ლავას ოღლი 2018 წლის 20 ივნისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 2 ნაწილით, რაც გულისხმობს კანონიერ ქურდობას და მას დაუსწრებლად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. შეგახსენებთ, რომ ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე გაფართოვდა.
 
კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილის თვიდან, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა" – აღნიშნა ბორცვაძემ

სიახლეები

თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს პატრიარქს და ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე – პაატა ბურჭულაძე

თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ - ამ სიტყვებით...

NATO-ს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოც არის ნახსენები. ანგარიშის მიხედვით,...

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის...

შვილზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს

ბათუმში შვილზე ძალადობის ბრალდები ქალი დააკავეს.  უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით...