მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი უსაფრთხოების ექსპერტებს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი უსაფრთხოების ექსპერტებს შეხვდა

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი უსაფრთხოების ექსპერტებს შეხვდა.  შეხვედრა "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში" გაიმართა.
 
გრიგოლ ვაშაძემ და ანალიტიკოსებმა ისაუბრეს ყველა იმ დეტალზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება.
 
 „უმაღლესი მთავარსარდალია პრეზიდენტი და  თავდაცვის შეიარაღებული ძალების რეფორმირების კოორდინაცია, ასევე ომის შემთხვევაში და კრიზისების მართვა ახალი კონსტიტუციით მის ფუნქციებში შედის და ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც გავიცნოთ და გავიგოთ მომავალი მთავარსარდლის ხედვა, თუ რა ხედვები აქვს, საით უნდა წავიდეთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ და როგორ უნდა დალაგდეს ისე სისტემა, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის იყოს იმიტომ, რომ კონსტიტუციაში საკმაოდ ბუნდოვნად არის უსაფრთხოების სფერო გაწერილი, ბევრი რამე საერთოდ არ არის გაწერილი,“ – აცხადებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი, ნოდარ ხარშილაძე.
 
ექპერტ თორნიკე შარაშენიძეს თქმით, ხელისუფლება დღემდე ვერ ჩამოყალიბდა სამხედრო სამსახურზე, უნდა იყოს თუ არა ის სავალდებულო. ექსპერტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მთავრობების დაპირებები პოლიციის დეპოლიტიზირებასთან დაკავშირებით უშედეგოა და ჯამში ყოველთვის პოლიტიკურ პოლიციას ვიღებთ.
 
„ჩვენი სახელმწიფო დღემდე ვერ ჩამოყალიბდა იმაზე, უნდა იყოს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური, რა ჯობია საკონტრაქტო სისტემა თუ სავალდებულო სისტემა. კიდევ უფრო მწვავე ე.წ. მუდმივი სუს-ის საკითხი, რაც არ უნდა გვპირდებოდეს ხოლმე ჩვენ ხელისუფლებები, რომ მოხდება დეპოლიტიზირება პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურები დაკავებულები იქნებიან თავისი ნამდვილი ფუნქციებით, მაინც ჯამში ვიღებთ ჩვენ ყოველთვის პოლიტიკურ პოლიციას, ანუ კაგებეს გაგრძელებას. აი ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფრქვას,“ – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდა "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი თამარ კორძაია. მან განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევისთანავე ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც არაფერს კონკრეტულს არ გვთავაზობს უშიშროების საკითხებთან დაკავშირებით.
 
„უახლოეს დღეებში უკვე ახალი პრეზიდენტი გვეყოლება, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება და ჩვენ ეს კონსტიტუცია საერთოდ არ გვთავაზობს არაფერს კონკრეტულს უშიშროების საკითხებთან დაკავშირებით. პრობლემური განსაკუთრებით არის ის, რომ გვეყოლება პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც უფლებაც კი არა აქვს საგანგებო ან საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს მთავრობის ასე ვთქვათ თანხმობის გარეშე. ქვეყანას, რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, არა აქვს იმის უფლება, რომ ასეთი ვაკუუმი დატოვოს კანონმდებლობაში,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.
 
ექსპერტები აცხადებენ, რომ  მზად არიან შეხვედრა გამართონ „ქართული ოცნების“ კანდიდატთან და მოისმინონ მისი პოზიცია და ხედვები ამ საკითხზე.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...