მთავარისიახლეებიეკონომიკარატომ აღარ გავიდა vivus ge - თან კონტაქტზე ხელისუფლება? - კლიენტების დიდი...

რატომ აღარ გავიდა vivus ge – თან კონტაქტზე ხელისუფლება? – კლიენტების დიდი ოდენობის გამო მას არ აწყობდა ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება

Published on

 
vivus ge აკეთებს განმარტებას  მთავრობის მიერ  გაჟღერებულ განცხადებასთან დაკავშირებით, , რომლის თანახმად ამ  ორგანიზაციასთან მოლაპარაკება სესხების განულების  საკითხზე წარუმატებლად დასრულდა 
 
,,დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თხოვნა, რომ გაგვეკეთებინა შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით.
 
შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ჩვენ გავუგზავნეთ მონაცემები და პირობები ჩვენი პორტფელის შესახებ, რათა მათ მიერ მომხდარიყო სესხების შესაძლო გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.
 
გასული კვირის დასაწყისში პორტფელის ნაწილზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტით ჩვენი წინადადება, რომელიც, ჩვენი აზრით სრულად ჯდებოდა სამინისტროს მიერ გაჟღერებულ პირობათა ჩარჩოში.
 
ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო, აღნიშნული წინადადების მიღების შემდეგ, ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე აღარ გამოსულა. ვადასტურებთ, რომ დღესაც მზად ვართ ჩვენს მიერ გაჟღერებული პირობების ფარგლებში ვაწარმოოთ მოლაპარაკება აღნიშნულ თემაზე.'' ნათქვამია vivys ge – ს განმარტებაში. 
 
 დაისმის კითხვა,რატომ აღარ გავიდა ვივუს გე -სთან კონტაქტზე ფინანსთა სამინისტრო, რაზეც ერთადერთი პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ ხელისუფლებას არ აწყობდა  ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულება, რადგან სწორედ ამ ორგანიზაციაზე მოდის  კლიენტების ყველაზე დიდი დავალიანება და ამდენი თანხის გაღება არ სურდა.
 

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...