მთავარისიახლეებიეკონომიკარომან გოცირიძე: ტყუილია , რომ მილიარდ ნახევარი ოდენობის ვალის ჩამოწერა ხდება

რომან გოცირიძე: ტყუილია , რომ მილიარდ ნახევარი ოდენობის ვალის ჩამოწერა ხდება

Published on

არავითარი მილიარდ ნახევარი “ქართუდან“ არ გავა – შეუძლებელია, რომ “ქართუმ“, რომელსაც 900 მილიონიდან -1 მილიარდამდე სასესხო პორტფელი აქვს, მილიარდ ნახევრის უიმედო სესხები საკუთარ თავზე აიღოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.
 
გოცირიძის განმარტებით, ვალების განულების მექანიზმი არის კომერციული ბანკების მიერ სიმბოლურ ფასად “ქართუსთვის“ სესხების “გადალოცვა“ და მისთვის დივიდენდების ჩუქება.
 
დეპუტატის მტკიცებით, ტყუილია იმაზე საუბარი, რომ მილიარდ ნახევარი ოდენობის ვალის ჩამოწერა ხდება.
 
“როგორც განაცხადეს, მხოლოდ 2 000 ლარამდე სესხი ჩამოიწერება. კვლავ მორიგი ტყუილი შემოგვთავაზეს – ეს მილიარდ ნახევარი არ არის. შეუძლებელია, რომ “ქართუმ“, რომელსაც 900 მილიონიდან -1 მილიარდამდე სასესხო პორტფელი აქვს, მილიარდ ნახევრის უიმედო სესხები საკუთარ თავზე აიღოს. სინამდვილეში მექანიზმი არის ასეთი: – კომერციული ბანკები იაფად, სიმბოლურ ფასად მიჰყიდიან სესხებს “ქართუს“. რეალურად, კომერციული ბანკების მხრიდან ხდება ამ ფულის ჩამოწერა და ბანკ “ქართუსთვის“ დივიდენდების ჩუქება – არავითარი მილიარდ ნახევარი „ქართუდან“ არ გავა – ეს იქნება ერთი ან ორი ათეული მილიონი“, – განუცხადა ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ.
 
მისივე თქმით, როდესაც კომერციულ ბანკებს შორის ფინანსური გარიგება და ერთი კატეგორიის ბანკებიდან მეორე ბანკისადმი სესხის დათმობა მთავრობის აქცია ხდება, ეს არის კანონდარღვევა.
 
“რა შუაშია მთავრობა და პრემიერ-მინისტრი, როდესაც გარიგება კომერციულ ბანკებს შორის ხდება?! ეს საარჩევნო პროცესზე ზემოქმედების კიდევ ერთი ფორმაა. არის ამომრჩევლის მოსყიდვის პირდაპირი მცდელობა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...