მთავარისიახლეებიპოლიტიკა"რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა" - პრეზიდენტი სააკაშვილი ივანიშვილს საბანკო ვალების განულებასთან...

“რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა” – პრეზიდენტი სააკაშვილი ივანიშვილს საბანკო ვალების განულებასთან დაკავშირებულ მორიგ აფიორაში ამხელს

Published on

 
"რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა" – პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს   19საათსა და 30 წუთზე  ფბ "ლაივში " ისაუბრებს  ივანიშვილის საბანკო აფერისტობასთან დაკავშირებით. 
 
 პრეზიდენტი თავის პირად ფეისბუქგვერდზე განთავსებულ ანონსში მკითხველს უზიარებს თავის რამდენიმე პირველად დაკვირვებას  ივანიშვილის მორიგ "უფასო ფულის აფიორაზე"-
 
1. არის ბლეფი, რადგან ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს უიმედო სესხი 2 ათას ლარამდ. ეს არაა მილიარდნახევარი.
 
2. კომ. ბანკები ისედაც ჩამოწერდნენ უიმედო სესხებს. საშუალოდ 50 მლნ. წელიწადში. 600 მილიონზე მეტი ბოლო ათ წელიწადში. როგორც ჩანს, ქართუ მციროდენ წაეშველება ბანკებს და შემდეგ ამას შეფუთავს დიდ ქველმოქმედებად. 
 
3. ეს არ ეხება ყველზე მძიმე მდგომარობაში მყოფ ადამიანებს-იპოთეკურ სესხებს. რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს ემუქრება ბინებიდან გამოსახლება. 
 
4. საქართველოში სულ არის 400 მილიონი ლარის ოდენობის ვადაგადაცილებული დავალიანება. აქედან 2 ათას ლარამდე არის ნახევარზე ნაკლები. მილიარდნახევრის ხსნება თვალში ნაცრის შეყრაა.
 
და ბოლოს-ეს არის ივანიშვილის მიერ მორიგი კარტოფილის 5 კგ ს გადაგდების დიდ ქველმოქმედებად შესაღების მცდელობა.
 
სინამდვილეში,თვითონვეა საბანკო მაფიის მამამთავარი და მისი მარწუხებისგან გათავისუფლების მხოლოდ ერთი გზა არსებობს-მათი არჩევნებზე დამარცხება!
 
აქვე მიხეილ სააკაშვილი ხალხის ყურადღებას მიაპყრობს  ბილბორდებზე, რომელიც  გამოფინა თიბისი ბანკმა.
 
,,მათზე წერია "შეცდომები მოსულა"..მე მგონი,ოლიგარქები ჭკუიდან შეირყნენ-ბანკი გვეუბნება გვეშლება და გვაპატიეთო-გვაპატიეთ,რომ ბინა წაგართვით,თქვენი ბიზნესი დავისაკუთრეთ,თვითმკვლელობამდე მიგიყვანეთ-არა ნუ,ვის არ მოსვლია შეცდომაო…
მაგრამ,აი რაც შეეხება მათ დირექტორის 15 მილიონიან ხელფასს და ხაზარაძის მიერ სახლში წაღებულ ასობით მილიონს,იქ რატომღაც არასდროს არაფერი ეშლებათ…- წერს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...