მთავარისიახლეებიეკონომიკასამეგრელო-ზემო სვანეთში გაჭირვებული ადამიანი ნაკლებია, ვიდრე სხვაგან, თუ სოციალური...

სამეგრელო-ზემო სვანეთში გაჭირვებული ადამიანი ნაკლებია, ვიდრე სხვაგან, თუ სოციალური დახმარებაა შეზღუდული? – სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 15 % იღებს

Published on

საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს. ამ რეგიონში შემწეობას იქ მცხოვრები მოსახლეობის 41%-ზე მეტი იღებს. ღარიბი მოსახლეობის სიმცირით კი სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა, იქ სოციალურ შემწეობას რეგიონის მოსახლეობის 7% იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს, რომელმაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით და სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი დათვალა.
 
მათი ინფორმაციით, ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია, სადაც 30 246 ადამიანი ცხოვრობს, აქედან საარსებო შემწეობას 12 413 ადამიანი იღებს, რაც მოსახლეობის 41%- ს შეადგენს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთს მოსდევს შიდა ქართლი, სადაც 259 251 ადამიანი ცხოვრობს, აქედან სოციალურ შემწეობას 43 920 ადამიანი იღებს, რაც რეგიონის მოსახლეობის 17%-ია.
 
შიდა ქართლის შემდეგ შემწეობას ყველაზე მეტი ადამიანი მცხეთა-მთიანეთში იღებს. აქ სულ 93.897 ადამიანი ცხოვრობს, სოციალურ შემწეობას კი 15.6% (14 655) იღებს. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებში მოსახლეობის 15-15% იღებს სოციალურ შემწეობას. კერძოდ სამეგრელო-ზემო სვანეთში მოსახლეობა 320 805 ადამიანია, საიდანაც შემწეობას 48 018 ადამიანი იღებს. რაც შეეხება გურიას, აქ მოსახლეობა 110 524 ადამიანი, ხოლო სოციალურ შემწეობას 16 597 ადამიანი იღებს. ერთი პროცენტით ჩამორჩება კახეთის რეგიონი, სადაც სოციალურ შემწეობას მოსახლეობის 14% იღებს. რეგიონში სულ 314 681 ადამიანი ცხოვრობს, შემწეობას კი 44 300 ადამიანი იღებს.
 
რაც შეეხება იმერეთს, რეგიონში სულ 507 038 ადამიანი, აქედან კი 59 932 სოციალურ შემწეობას იღებს, ეს კი რეგიონის მოსახელობის 12%-ს შეადგენს. რაც შეეხება რეგიონებს, სადაც სოციალურ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებია. ეს რეგიონებია – აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და თბილისი. კერძოდ, აჭარაში 346 347 ადამიანი ცხოვრობს, აქედან სოციალურ შემწეობას 10%-ს (34 734) ადამიანი იღებს. ქვემო ქართლი – 432 264 ადამიანი ცხოვრობს, სოციალურ შემწეობას კი 9.6% (41 763) ადამიანი იღებს. პროცენტულად ყველაზე ცოტა ადამიანი, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს, სამცხე-ჯავახეთშია. ამ რეგიონში 155 903 ადამიანიდან შემწეობას მხოლოდ 10 572 ადამაინი იღებს, ეს კი რეგიონის მოსახლეობის 7%-ია.
 
რაც შეეხება ქვეყნის დედაქალაქს, თბილისში სულ 1 158 677 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 91 447 ადამიანი იღებს სოციალურ შემწეობას, რაც თბილისის მოსახლეობის 7.9%-ს შეადგენს.
 
2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საარსებო შემწეობას მთელი საქართველოს მასშტაბით 418 351 ადამიანი იღებს, რაც მთლიანი მოსახლეობის 11.2%-ს შეადგენს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 3 729 633 ადამიანი ცხოვრობს.

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...