მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: აჩუქეთ ერთი დღე თქვენს სამშობლოს და დატოვეთ...

პრეზიდენტი სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს: აჩუქეთ ერთი დღე თქვენს სამშობლოს და დატოვეთ ოლიგარქი გაბითურებული!

Published on

,, პანიკაში მყოფმა ივანიშვილმა არჩევნები დანიშნა კვირის ნაცვლად ოთხშაბათს იმ იმედით, რომ კერძო ბიზნესის მფლობელები არ გამოუშვებენ თანამშრომლებს და ვერც უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები ვერ შეძლებენ არჩევნებზე მისვლას.
 
მინდა ვუთხრა უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს,რომ როგორ კი შეიცვლება ხელისუფლება, ყველას დაგირიგდებათ ელექტრონული ბარათები და სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ ხმის მიცემას. მანამდე კი, ამ ერთხელ და ბოლოჯერ , აჩუქეთ ერთი დღე თქვენ სამშობლოს და დატოვეთ ოლიგარქი გაბითურებული! ''  – ამბობს მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისადმი მიმართვაში. 
 
საპრეზიდენტო არჩევნები არის საპრეზიდენტო არჩევნები და მისი ოთხშაბათს დანიშვნა არ შეიძლებოდა. სხვათა შორის, თავის დროზე ეს შეცდომა მეც დავუშვი და მერე იქვე გავასწორე, მაშინ ივანიშვილი ყველაზე მეტად იყო აღშფოთებული, რატომ დანიშნა მან საპრეზიდენტო არჩევნები ოთხშაბათს?! ძალიან მარტივი მიზეზების გამო, არის პანიკაში, ისტერიკაში, იცის, რომ არჩევნებს კატასტროფულად აგებს. უკვე ნახეთ, დამოუკიდებელი კანდიდატიო, ამბობდა და ახლა „პლაკატებზე“ თავისი და კობახიძის სახეები გამოაკრა. მათ იმედი აქვთ, რომ სამსახურებიდან ხალხს ორგანიზებულად მიიყვანენ და კერძო ბიზნესებს ეტყვიან, რომ თავიანთი თანამშრომლები არ გაუშვან, ჩვენი თანამშრომლები უცხოეთში გამოსასვლელ დღეს ხმას ვერ მისცემენ, კომისიის წევრებიც კი ვერ მივლენ, არადა უცხოეთში ორი ერთზე წააგეს, სადაც ივანიშვილის მხრიდან ზეწოლა არ ვრცელდებოდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.- ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა  ამბობს მიხეილ სააკაშვილი 
 
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობა არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეებში დანიშვნას არ ითვალისწინებს.  რა თქმა უნდა, ეს არის კანონის უხეში დარღვევა, რადგან მასში ნათლად წერია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები შეიძლება, მხოლოდ კვირა დღეს ტარდებოდეს.
 
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა ბიზნეს სექტორს მიმართა, რომ თანამშრომლები არჩევნების დღეს ხმის მისაცემად სამუშაო საათებში გაათავისუფლოს.
 
„მე მინდა, ბიზნესის მფლობელებს მივმართო, თქვენი თანამშრომლები ოთხშაბათს ხმის მისაცემად გაუშვით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. გატყუებთ მთავრობა, რომელიც გეუბნებათ: „ჩვენ მაინც დავრჩებით, მერე რა, რომ ვაშაძეს აირჩევთ, მერე ჩვენს ხელში იქნებით“. როგორც კი ისინი საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებენ, ამის კვალდაკვალ საქართველოში კოალიციური, სახალხო მასშტაბით აღჭურვილი მთავრობა მოვა. ამიტომ, ესენი არიან წამსვლელები და მათი ნუ შეგეშინდებათ, ხომ ხედავთ, რა პანიკასა და ისტერიკაში არიან“, – აღნიშნა მან.
 
 

სიახლეები

რუსთაველი გადაიკეტა, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობებია

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო მსვლელობები ტარდება ირაკლი კობახიძის მხრიდან გაკეთებული მავნებლური განცხადებიდან...

ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, ანდრეი ერმაკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრძანება გამოსცა ანდრეი ერმაკის თანამდებობიდან...

სტენერგარდი-შვედეთი თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მამაცი ქართველები ყოველდღიურად თავიანთი გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობენ და მშვიდობიან...

ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების აქციები გაიმართება

ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ჟენევა, რომი, ვენა, სტოკჰოლმი - ევროპის 17 ქვეყანაში დღეს ქართველი ემიგრანტების...