მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება - წულუკიანი სკანდალური განცხადების შემდეგ განმარტებას აკეთებს

ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება – წულუკიანი სკანდალური განცხადების შემდეგ განმარტებას აკეთებს

Published on

ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლება – იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სკანდალური განცხადების შემდეგ ამბობს, რომ რა აქვს დაგეგმილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს და რა გამოძიება ჩაატარა უკვე ფატუ ბენსუდამ, არავინ იცის.
 
თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის მონაწილეების დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს. 
 
თეა წულუკიანი ოპონენტებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პროცესების პოლიტიზირებას ცდილობს.
 
„გამოძიებას, რა თქმა უნდა, დღეს ვერავინ ივარაუდებს, რა აქვს დაგეგმილი ქალბატონ ბენსუდას, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, ეს მხოლოდ იცის მან და მისმა გამომძიებლებმა, ამიტომ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ენმ-ის ყიჟინი ამ თემაზე. მე ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რაც ვიცი, ვიცი ის, რომ საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობისგან განსხვავებით ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ჯარის ღირსება იყოს დაცული, რომ ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების საქმეები და ეპიზოდები გამოვაძიებნინოთ, თუ ეს შეიძლება, მტკიცებულებების შეგროვებით შევძლოთ ის, რომ ბენსუდამ დააყენოს რუსი სამხედროების და ასევე იმ ოსი მათი წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც შესაძლოა ქართველების ეთნიკურ წმენდაში იყო ჩართული. დანარჩენი ყველაფერი, რასაც აკეთებს ენმ არის ამ პროცესის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია, ეს არის სამარცხვინო,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
 
იუსტიციის მინისტრი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე ვერ გაიმარჯვებს. 
 
„ეს არის ადამიანი, რომლის ნდობა უბრალოდ არ შეიძლება ოკუპირებულ ქვეყანაში, ამიტომაც, მე მას ვუწინასწარმეტყველებ მეორე ტურში ძალიან დიდ მარცხს, ამიტომ, სხვადასხვა მინისტრების გადადგომის მოთხოვნის ნაცვლად სჯობია, დაკავდეს საქმით,“ – განაცხადა წულუკიანმა.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...