მთავარისიახლეებიპოლიტიკაზეწოლა საჯარო მოხელეებზე - საბავშვო ბაღის დირექტორი ამბობს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით...

ზეწოლა საჯარო მოხელეებზე – საბავშვო ბაღის დირექტორი ამბობს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით უკვე მეორედ გაათავისუფლეს

Published on

ზეწოლა  საჯარო მოხელეებზე – თბილისის 169-ე ბაგა-ბაღის დირექტორი ამტკიცებს, რომ მას სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ. ფიქრია ჩახნაშვილი ამბობს, რომ უარი თქვა სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ ღონისძიებებში ჩართვაზე.
 
ბაგა-ბაღის დირექტორი სამსახურიდან 2 წლის წინაც გაუშვეს, თუმცა მაშინ ქალბატონმა სასამართლოს საშუალებით დაამტკიცა, რომ მისი გათავისუფლება სწორედ პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
 
რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ბაღის უკვე ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ მას სატელეფონო ჩანაწერიც აქვს, რომელიც ადასტურებს, რომ ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაუშვეს. 
 
ფიქრია ჩახნაშვილის გათავისუფლებას ბაღის თანამშრომლები აპროტესტებენ, ჩახნაშვილი კი ამბობს, რომ მისი გათავისუფლება კახა კალაძესთან "ქართული ოცნების" კოორდინატორების შეხვედრაზე გადაწყდა. 
 
"არ იყო გასული რამოდენიმე დღე ამ შეხვედრიდან,რომ მოხდა ათკაციანი ჯგუფის შემოვარდნა ბაღში და ეს იყო ვანდალური შემოვარდნა"-ამბობს ჩახნაშვილი.
 
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახა გვანცელაძე კი ამბობს, რომ მონიტორინგის ჯგუფმა ბაღში კონკრეტული დარღვევები აღმოაჩინა. 
 
„სამგორის რაიონში რამოდენიმე ბაღის მონიტორინგი განხორციელდა. ამ ბაღში გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევები, ეს გახლავთ საკვები პროდუქტების მოპარვა, თვითნებურად მენიუს ცვლილება, დირექტორისა და მენეჯმენტის მიერ. აქედან გამომდინარე გათავისუფლებული იქნა დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან“-ამბობს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახა გვანცელაძე.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...