მთავარისიახლეებიპოლიტიკაილტოს ხეობის სოფლები იცლება - მოსახლეობა გზას და სასმელ წყალს ითხოვს

ილტოს ხეობის სოფლები იცლება – მოსახლეობა გზას და სასმელ წყალს ითხოვს

Published on

კახეთში, ილტოს ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა პრობლემებზე საუბრობს.  ადგილობრივები მთავარ პრობლემად სამანქანო გზისა და სასმელი წყლის არ არსებობას ასახელებენ. მაღალმთიან სოფელში არ არის მაღაზია, აფთიაქი და მედპუნქტიც. ამ მიზეზით ილტოს ხეობის სოფლები ნელ-ნელა იცლება.
 
ილტოს ხეობის სოფელ ბუხრებში სულ სამი ოჯახი ცხოვრობს. 65 წლის მარგალიტა ხადილაშვილი ერთ-ერთია, რომელსაც სახლამდე მისასვლელად 8 კილომეტრის გავლა ხშირად ფეხით უწევს.​​
 
ბუხრებში მაცხოვრებლები გადარჩენისთვის აუცილებელი პირობების შექმნას ითხოვენ. ხშირად იქ დასალევი წყალიც კი არ აქვთ.
 
ილტოს ხეობაში 8 სოფელია და მხოლოდ ორს აქვს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი. შახვეტილას მოსახლეობა კი იმ შეღავათებითაც ვერ სარგებლობს,რომელიც ამ სტატუსის მქონე სოფლებს აქვთ. შახვეტილაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა. მაღალმთიან სოფელში არ არის არც მაღაზია, არც აფთიაქი და არც მედპუნქტი. ავადმყოფობის დროს ადგილობრივები ერთმანეთს თავად ეხმარებიან.
 
მოსახლეობამ პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა. ახმეტის მერიაში ამბობენ,რომ თანხები 2019 წელს მხოლოდ გზის დასაგებად არის გამოყოფილი.

სიახლეები

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...

ბორტზე მომხდარი ინციდენტის გამო Flydubai ისრაელში ფრენებს აჩერებს

"ვფიქრობ, ეს დაუჯერებელი ისტორიაა... მე ვრცლად ვესაუბრე ბიბი ნეთანიაჰუს ამ მოვლენის შესახებ და, როგორც...

EU კანდიდატ ქვეყნებს კონკრეტული პირობებით ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის-POLITICO

გამოცემა POLITICO-ს მიერ მოპოვებული ევროკომისიის წინადადების პროექტის თანახმად, ევროკავშირი ეკონომიკურ ბაზარს გაუხსნის იმ ქვეყნებს,...