მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს ოლიგარქიაც აღარ არის, ეს არის ფეოდალიზმი, ფეოდალი ასლან აბაშიძე კი დაამარცხა...

“ეს ოლიგარქიაც აღარ არის, ეს არის ფეოდალიზმი, ფეოდალი ასლან აბაშიძე კი დაამარცხა აჭარამ” – გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა აჭარაში

Published on

„არცერთი ჩვენთაგანი თქვენს მხარდაჭერას არ აღიქვამს, როგორც დამსახურებულს, ჩვენ ამას აღვიქვამთ როგორც უზარმაზარ ავანსს“-ასე მიმართა გრიგოლ ვაშძემ აჭარაში შეკრებილ ამომრჩეველს.
 
მისი თქმით, ახალარჩეულმა პრეზიდენტმა უნდა დაივიწყოს სიძულვილის ენა და გააერთიანოს საზოგადოება, რომ მათ თავში აღარ მოუვიდეთ ქვეყნის დატოვება. 
 
„აღარ უნდა განმეორდეს ის, რაც ვიხილეთ კიდევ ერთხელ გუშინ,როდესაც ხელისუფლებაში ჩაბუდებულმა კრიმინალებმა შექმნეს მოძალადე „ხელისუფლება“ იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არ არის, რომლებიც თავს ესხმიან შვილმოკლულ მამებს და ეუბნებიან რომ შენ კონსტიტუციური უფლება უნდა შეგიზღუდო და ამ დროს ოლიგარქის შვილის ქორწილში,  მთელი მცხეთა ევაკუირებულია, სვეტიცხოვლიდან გამოყარეს ხალხი და მთელი ქალაქი გადაიყვანეს საგანგებო რეჟიმში,“-განაცხადა ვაშძემ.
 
მისი თქმით, "ეს ოლიგარქიაც აღარ არის ეს არის ფეოდალიზმი, ფეოდალი ასლან აბაშიძე კი დაამარცხა აჭარამ."
 
„არავითარი პრივილეგია არავის, თუ ეს პრივილეგია არ ვრცელდება საქართველოს ყველა მოქალაქეზე და არ გვაინტერესებს ვის რამდენი აქვს შვეიცარულ ბანკში, კონსტიტუციისა და სამშობლოს წინაშე ყველა თანასწორია. სვეტიცხოველი და მცხეთა ეკუთვნის სუყველას, ევაკუაცია გაუკეთეთ, თუ გნებავთ თქვენს სახლს,“- მიმართა გრიგოლ ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილს.
 
მისი თქმით, ბიუჯეტში არის ფული, მაგრამ ეს ფული არ არის საქართველოს მოქალაქისთვის, ისე როგორც ეს იყო შევარდნაძის დროს, ბიუჯეტის ფული მიმართულია მხოლოდ ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის. 
 
"აუცილებელია სახელმწიფომ შექმნას საგარანტიო ფონდი და ეს ნაბიჯი არამარტო მსოფლიო ბანკებიდან ამ ფონდში შემოიტანს საკმარის სახსრებს, რაც მთავარია გაანახევრებს იპოთეკის ხარჯებს. ეს ნორმალურია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი, მეექვსე წელია, ნოლი პროცენტით იძლევა სესხებს და ჩვენს ხელისუფლებას ხელი არ გაუნძრევია, რომ ბანკებისთვის მოეტანა დამატებითი სახსრები, ჩვენ იპოთეკას გავანახევრებთ,"-ამბობს ვაშაძე.
 
ვაშაძის თქმით, აუცილებელია მოხდეს ნავთობპროდუქტებითა და მედიკამენტებით ვაჭრობის დემონოპოლიზება.
 
"თუ ფული გაქვთ ბიზნესს ვეუბნები თქვე კაი ადამიანებო, საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარეთ, თორემ მართლა ქართველი არ დარჩება ქვეყანაში,"-ამბობს ვაშაძე.
 
მისი თქმით, რესტრუქტურიზაცია უნდა მოხდეს ყველა საჯარო სამსახურებში, რაც რეალურად შეამცირებს სიპებსა და აიპებს, რომელთა ერთადერთი ფუნქცია, ვაშაძის თქმით, მმართველი პარტიის აქტივის დასაქმებაა. 
 
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ექვსი წლის მანძილზე ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, რომ ქვეყნის საკრედიტო ლიმიტი ამაღლებულიყო და ქვეყანაში ინვესტორები შემოსულიყო.
 
"სახელმწიფო ვალი უკვე 44%-ზე ავიდა. 44% ინვესტორისთვის უკვე განგაშის ზარის ჩამოკვრაა და თუ ღმერთმა დაიფაროს ლარის კურსმა ისევ გააგრძელა ვარდნა ჩვენი დოლარებში აღებული სახელმწიფო ვალი კიდევ უფრო გაზრდის პროცენტს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართერბაში, ამას ხო მოხერხება უნდოდა, ვალის გაორმაგებას, რომ გაორმაგდა ეს ვალი სად წავიდა? ჰგავს ჩვენი ქვეყანა იმ ქვეყანას, სადაც 72 მილიარდი დაიხარჯა?"-ამბობს ვაშაძე.

სიახლეები

ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა

ფედერალურმა მოსამართლე კარლ ნიკოლსმა USAID-ის თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება და სააგენტოს დაშლის გეგმა დროებით დაბლოკა. მოსამართლემ,...

“ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება” – დენბერი ამაღლობელის საქმეზე

"ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება. ძალიან ბევრს ამბობს...

“რუსეთმა, კურსკის რეგიონში, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კვლავ შეიყვანა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კვლავ შეიყვანა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის რეგიონში და...

თვითგამოცხადებულმა პრემიერმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში მუშაობაზე უარი უთხრა

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებით, ოლიგარქის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მას ერთობლივ სამუშაო ჯგუფში...