მთავარისიახლეებიპოლიტიკანიუ-იორკში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციას ვერ ახერხებენ

ნიუ-იორკში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციას ვერ ახერხებენ

Published on

შვედეთის შემდეგ ქართველ ამომრჩეველს რეგისტრაციის პრობლემები ნიუ-იორკშიც შეექმნა.
ემიგრანტების ინფორმაციით, ისინი საკონსულოში საკუთარი მონაცემების დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ რის გამოც შესაძლოა საქართველოს ასეულობით მოქალაქემ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ვერ  მიიღოს.
საქართველოს მოქალაქეებმა საკონსულოს უკვე აცნობეს პრობლემის შესახებ, თუმცა ამ დრომდე უცნობია შეძლებენ თუ არა ქართველი ამომრჩევლები ვადის ამოწურვამდე დარეგისტრირებას. როგორც ცნობილია რეგისტრაცია 11 ნოემბერს უნდა დასრულდეს.
„დავარეგისტრირეთ რამდენიმე ასეული ადამიანი და პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ წერილი, რომელშიც უნდა იყოს მითითებული არის თუ არა აღრიცხვაზე ესა თუ ის პიროვნება, მათ დაუგვიანდათ.
თუკი ამომრჩეველი მიიღებს უარს საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებით, უკვე 11 რიცხვამდე აღარ მოესწრება ასეთი ამომრჩევლის დარეგისტრირება და შესაბამისად ვერ მიიღებს ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას.
ანალოგიური პრობლემები დაფიქსირდა საბერძნეთში და რომში,“-განაცხადა „კურიერთან“ საუბრისას შორენა ლომთაძემ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...