მთავარისიახლეებიპოლიტიკაესეც ჩახუტება: „ქართული ოცნების" დეპუტატი სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში დახმარებისთვის მისულ...

ესეც ჩახუტება: „ქართული ოცნების” დეპუტატი სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში დახმარებისთვის მისულ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა

Published on

 „ქართული ოცნების" დეპუტატი ბადრი შენგელია ფიზიკურად გაუსწორდა სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში დახმარებისთვის მისულ მოქალაქეს მაია ქორიძეს,
 
მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული ჩახუტების კამპანიის შემდეგ, მოქალაქე საკრებულოში სწორედ მისი პრობლემების მოგვარების თხოვნით მივიდა, თუმცა "ქართული ოცნების" წევრები, ჩახუტების ნაცვლად მუშტიკრივით დახვდნენ. ფიზიკურ დაპირისპირებას საკრებულოს თავმჯდომარეც ესწრებოდა.
 
როგორც ქორიძე ამბობს, მას შემდეგ,  რაც ბადრი შენგელია არ დახვდა კაბინეტში, ის შევიდა საკრებულოს თავმჯდომარესთან და მას აწვდიდა ინფორმაციას პრობლემებთან დაკავშირებით, რა დროსაც კაბინეტში შევიდა ბადრი შენგელიაც. მისივე თქმით დეპუტატს არ ესიამოვნა, რომ პრობლემების შესახებ ის საკრებულოს თავმჯდომარეს ესაუბრებოდა.
 
„მეძებდიო და მე ვუთხარი გეძებდი მეთქი და ღანიშში რაც ხდება მეთქი ის მინდა განვიხილოთ და მივხედოთ ღანიშს. ის ჩვენი სოფელია და იქიდან აგირჩიეთ. ეს პასუხი იყო ასეთი თქვენ დაშალეთ ეს ქვეყანა, თქვენ გაძარცვეთ, გაქურდეთ. თქვენ ხართ დამნაშავე. მე ახლა ქურდობას ადამიანი მაბრალებს რა თქმა უნდა ეს ჩემთვის მიუღებელი იყო, როცა მე ერთი ჩხირით საქართველოსთვის ზიანი არ მიმიყენებია. ამიტომ ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. წამოხტა სკამიდან, ფიზიკურად შეურაცხყოფა მომაყენა. ნუგზარ ჯამბურია საკრებულოს ხელმძღვანელი გვაზავებდა თუ არა და არ ვიცი მე  რა სიტუაცია  მოხდებოდა იქ,“-განაცხადა მაია ქორიძემ.
 
მაია ქორიძეს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა
 
. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბადრი შენგელია საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში მომხდარ ინციდენტს უარყოფს. ის ამბობს, რომ მოქალაქე მაია ქორიძესთან მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, თუმცა ფიზიკურად მას არ გასწორებია.
 
მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ჰყვება სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარე, რომლის კაბინეტშიც აღნიშნული ინციდენტი მოხდა. ნუგზარ ჯამბურია ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას.
 
„ბადრი და ქალბატონო მაია წამოიწივნენ. აქ ისხდნენ მაგიდის ირგვლივ და შეიძლება ასე ითქვას ჩემთვის ნამდვილად მიუღებელი ინციდენტი იყო, რომ  კაბინეტში საჯარო მოხელე, ნებისმიერი ადამიანისადმი  ასეთ დამოკიდებულებას ამჟღავნებს. ძიძგილაობა იყო გამართული და მე ვცდილობდი ორივე მხარე დამემშვიდებინა,“-განაცხადა ნუგზარ ჯამბურიამ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...