მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენი თხოვნაა, რომ ხელი შეგვიწყონ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს ტრიუკების გარეშე -...

ჩვენი თხოვნაა, რომ ხელი შეგვიწყონ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს ტრიუკების გარეშე – გრიგოლ ვაშაძე ჰელსინკში შეხვედრებს განაგრძობს

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ევროპელ პოლიტიკურ პარტნიორებთან შეხვედრებს განაგრძობს. მთავარი განსახილველი საკითხი არჩევნების მეორე ტურის გამჭვირვალედ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაა. ჰელსინკში, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებთან შეხვედრისას არაერთხელ იქნა განხილული არჩევნების პირველი ტურის დროს გამოვლენილი დარღვევები და ძალადობის შემთხვევები.
 
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მთავარი გზავნილი ევროპელი პარტნიორებისგან არის ის, რომ მეორე ტურმა უნდა ჩაიაროს დემოკრატიულად და გამჭირვალედ. 
 
„ჩვენი ძირითადი თხოვნა არის ის, რომ ხელი შეგვიწყონ იმისათვის, რომ საქართველოში პირველად ე.წ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარდეს ნორმალური არჩევნები. დემოკრატიული, ყოველგვარი ტრიუკების, გაყალბების და ძალადობის გარეშე რაც შეეხება ოპოზიციას. ახლა არის თითქმის დადასტურებული ინფორმაცია იმაზე, რომ აპირებენ საქართველოს ისტორიაში არჩევნები დანიშნონ სამუშაო დღეს. რაც ფაქტიურად არ მისცემს საშუალებას საზღვარგარეთ  ლეგალურად მყოფ ჩვენს თანამემამულეს მივიდეს საარჩევნო ყუთებთან. ეს არის აღმაშფოთებელი და კეთდება სპეციალურად იმიტომ რომ ემიგრაციამ თითქმის 100 %-ით ხმა მისცა გაერთიანებულ ოპოზიციას,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...