მთავარისიახლეებიპოლიტიკაცოტნე გამსახურდია: მეორე ტურში ვაშაძეს შემოვხაზავ იმ მთავარი მიზეზით, რომ...

ცოტნე გამსახურდია: მეორე ტურში ვაშაძეს შემოვხაზავ იმ მთავარი მიზეზით, რომ ამ პარაზიტებს ადგილი მივუჩინო და ტოტალური ძალაუფლება აღარ ჰქონდეთ

Published on

 ცოტნე გამსახურდია მისთვის ჩვეული უცერემონიო პირდაპირობით განმარტავს, რატომ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში  გრიგოლ ვაშაძეს მისცეს ხმა. 
 
”ახლა კარგად მომისმინეთ:
 
არასდროს შეგნებული ცხოვრების მანძილზე საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე არ მიმიღია გადაწყვეტილება “შკურნი” ინტერესით. რა თქმა უნდა, შევმცდარვარ, მიმიღია ემოციური გადაწყეტილება, და ასე შემდეგ, მაგრამ არასდროს, არსად მითქვამს სიტყვა იმიტომ, რომ ჩემს მდგომარეობას, ჩემს გამდიდრებას, ჩემს პატარა მიზნებს სჭირდებოდა ასე. – წერს ცოტნე გამსახურდია ტავის პირად ფეისბუქგვერდზე. 
 
გამოდის დღეს ხიხოზე ჩამოკონწიალებული ბიოლოგიური ნაგავი და ყვირის: აი, ლუსტრაცია მოხდა! აი, ყველა გაიშიფრა! აი, ესენი ნაციონალების ხალხი ყოფილა…
 
არა, ბიდლო! მე ჩემი ქვეყნის კაცი ვარ და მისი ბედი მაინტერესებს, და არა რომელიმე პარტიის, ან ხიხო რამდენ მილიონს იშოვის წელს. და ზუსტად იგივე პოზიცია მექნებოდა, როგორიც მაქვს დღეს, ანუ ოპოზიციური, ნაციონალური მოძრაობა რომ იყოს დღეს მონოპოლიურად ხელისუფლებაში! არ ჭირდება მაგას ბევრი ძებნა, რას ვწერდი და რას ვამბობდი მაშინ, როდესაც ნაციონალები ასე იყვნენ კიდეც. სად იყო მაშინ ეს ბიდლო – ცნობილია, სუფრასთან არ ითქმის.
 
სასაცილოა, როდესაც ვინმეზე მიყიდვაში ადანაშაულებს სხვას ის, ვინც ბიძინეს ფულის გულისთვის
მამას, ქმარს, ოჯახის წევრებს უარყოფს. ვინც ბიძინეს ქონების ამბები საკუთარ ჯიბეში მოჩხრიალე კაპიკებზე მეტად იცის.
 
და სწორედ იმ მთავარი მიზეზის გამო შემოვხაზავ ვაშაძეს მეორე ტურში, რომ ამ პარაზიტებს ადგილი მივუჩინო და ტოტალური ძალაუფლება აღარ ჰქონდეთ. თორემ უფლებებწართმეული პრეზიდენტი რომ აპოკალიფსს ვერ მოიყვანს ძაანაც რომ უნდოდეს, ეგ დღეს ბავშვსაც ესმის. რაც შეეხება ვიღაცების შეწყალებას, რომელნიც ისედაც გამოვენ ორიოდე წელში ციხიდან, მე მათი მაშინაც არ მეშინოდა, როცა მინისტრები იყვნენ, და ახლა – მით უმეტეს…”

სიახლეები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის...

ელენე ხოშტარია-პირობას ვაძლევ პოლიტიკურ პატიმრებს, რომ ერთიანობისთვის ყველაფერს ვიზამ

"ნაბიჯი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ სისტემას ვაჩვენოთ, რომ არ გვეშინია და ასე დამარცხდება...

ოცნებამ უნდა შეწყვიტოს განსხვავებული აზრის ჩახშობა, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები-დაუთი

საქართველოს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოიკოტის გამო, უხეში მცდელობაა, აღიკვეთოს პოლიტიკური...

ირანის მიერ ისრაელზე სარაკეტო იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ტრამპის განცხადების მიუხედავად, რომელმაც მსოფლიოს ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შესახებ ამცნო,...