მთავარისიახლეებისაზოგადოებატრაგედია ვარკეთილში - დაღუპულია 9 წლის გოგონა

ტრაგედია ვარკეთილში – დაღუპულია 9 წლის გოგონა

Published on

 
თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში, ერთერთ  საცხოვრბელ ბინაში  9 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი და მისი დედა სამაშველო სამაშველო სამსახურმა იპოვა,სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვის მშობლები, როელთაც გაზით მოწამვლის ნიშნები აღენიშნებათ,  საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.
 
 
შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბინაში მხუთავი აირის დაგროვებას უკავშირებს. 
 
საინფორმაციო სააგენტო "ნიუ პოსტის" ინფორმაციით, მცირეწლოვანი არა გაზის გაჟონვის, არამედ მამინაცვლის ცემის შედეგად დაიღუპა, რის შემდეგაც მამაკაცმა სახლში კვალის დაფარვის მიზნით გაზი გაუშვა, მაგრამ   ამ ვერსიას არც ახლობლები და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. .
 
საიდან წამოვიდა ხმები გოგიონა მამინაცვლის ძალადობის შესახებ?
 
ადგილობრივების თქმით, ოჯახი აღნიშნულ კორპუსში ქირით ცხოვრობს და მათ ხშირად ჰქონდა კონფლიქტი.მათივე მონაყოლის თანახმად, ბოლო ინცინდენტი ორი დღის წინ მოხდა, როცა გარდაცვლილის დედამ, არასრულწლოვანი მეზობლის სახლში შეიყვანა და დახმარება სთხოვა-
გოგონას გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. ნათესავები მასთან დაკავშირებას ცდილობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც დედა-შვილი კონტაქტზე არ გამოვიდნენ, მათ 112-ში დარეკეს.
 
უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. ექიმის თქმით, მამაკაცს ინტოქსიკაციის გარდა დაზიანება ხელის არეში აღენიშნება, რაც შესაძლოა, დაცემის შედეგად იყოს მიღებული.
 
 
.

 

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...