მთავარისიახლეებიპოლიტიკა„სალომე ზურაბიშვილი არის უკან სვლა, გრიგოლ ვაშაძე არის არჩევანი განვითარებისკენ,“ - ...

„სალომე ზურაბიშვილი არის უკან სვლა, გრიგოლ ვაშაძე არის არჩევანი განვითარებისკენ,“ – თამარ კორძაია

Published on

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი კიდევ ერთხელ განმარტავს იმ არჩევანს, რომლის მიხედვითაც პარტიამ მხარდაჭერა გამოუცხადა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს.
 
თამარ კორძაიას განცხადებით, როდესაც ამომრჩეველი განსაზღვრავს ორ არჩევანს, ამ დროს პარტია იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ოპოზიციური კანდიდატის შანსებს გააორმაგებს.
 
მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და მისი გატარება შეუძლია მხოლოდ ოპოზიციურ კანდიდატს.
 
„სალომე ზურაბიშვილის არის უკან სვლა, გრიგოლ ვაშაძე არის არჩევანი განვითარებისკენ,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.
 
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიმართვას, თამარ კორძაიას განცხადებით, ყოფილ პრემიერი ამ ქვეყნის ოპოზიციურ ძალებს მოძალადეებად მოიხსენიებს და ეს ნიშნავს, რომ ის ხალხის არჩევანს არ უწევს ანგარიშს.
 
„თურმე პოლიტიკური პარტიები ქვეყანაში არიან მოძალადეები. დღეს ჩვენ დავინახეთ რეალურად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის შეძრწუნებული იმით, რაც მიიღო. მან დაინახა სიმართლე და ის ახლა სწორ გამოსავალს კი არ ეძებს, პირიქით, ჩიხში შეჰყავს და სურს, რომ ის შიში, რაც მან განიცადა საზოგადოების გადაწყვეტილებით, გადასდოს მის მომხრეებს და დააპირისპიროს საზოგადოება. მან თავის გამოსვლით დანაშაულებრივი ნაბიჯი გადადგა. ის მზად არის, თავისი შიშის დასაძლევად დაუპირისპიროს საზოგადოება ერთმანეთს,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.
 
მისივე თქმით, ქართული ოცნება 6 წელია, აყვედრის მოქალაქეებს, რომ, თითქოს, ისინი გადაარჩინეს, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ დაანებებენ თავს 9 წელზე ლაპარაკს და მიხედავენ რეალური პრობლემებს. 

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...