მთავარისიახლეებიპოლიტიკაოკუპანტებმა სოფელ ატოცთან საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟი განაახლეს

ოკუპანტებმა სოფელ ატოცთან საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟი განაახლეს

Published on

 
დღეს დილით ოკუპანტებმა   სოფელ ატოცთან  სატვირთო ავტომანქანებით მავთულხლართების მონტაჟისთვის საჭირო ლითონის კონსტრუქციები მიიტანეს და საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟი განაახლეს.
 
ადგილზე ვითარების გასაცნობად, სოფელ ატოცში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთი ციხელაშვილი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ჩავიდნენ.
 
მოსახლეობა ამბობს, რომ მათ საკუთარ მიწის ნაკვეთებზე საშემოდგომო სამუშაოები დასრულებული აქვთ და ოკუპანტების მიერ წართმეულ მიწაზე მოსავალს ვეღარ აიღებენ.
 
„ორი თვის პენსია გამოვიტანე დავთესე პური, მოჰყვა იმაში, 5 სული ვართ ოჯახში, რა ვაჭამო ბავშვებს არ ვიცი რა ვქნა. იძულებული ვარ და ჩავიდე თბილისში და შევაწუხო ისევ იმათ,“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
 
ატოცელები ამბობენ, რომ ამ დრომდე ოკუპანტებს ატოცში 30 ჰექტარზე მეტი ფართობი ჰქონდათ მითვისებული, თუმცა დღეს დილიდან მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.
 
„ღობავენ და იკავებენ, მიაქვთ ნაკვეთები, დაკარგული 30 ჰექტარზე მეტი იყო და ახლა კიდევ მოუმატებენ, რა  მაგათი ნება არაა? თუ მივედით ახლოს წაგვიყვანენ,“-ამბობს ადგილობრივი.

 
ციხელაშვილის განცხადებით ოკუპანტების ეს ქმედება პროვოკაციის მახინჯი ფორმაა, , ახალი მავრთულხლართების გავლებით, კიდევ უფრო გართულდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა პრობლემები.პროცესი.
 
„ჩვენ ამას არ შევეგუებით არ გავტყდებით, კიდევ უფრო გავძლიერდებით და არ შევწყვეტთ ჩვენს მშვიდობიან ბრძოლას, ვიდრე ბოლო მეტრი ამ სამარცხვინო მავრთულხლართების არ დაიშლება ამ ტერიტორიაზე. მე მინდა აქ ყოფნით ატოცის მოსახლეობის მიმართ გამოვხატო მხარდაჭერა.
 
"დღეს რასაც აკეთებენ ესენი, ეს არის რომ შემოსაზღვრონ სამხედრო გეტო, სადაც ცხოვრობს 20-30 ათასი მოსახლე, ფაქტობრივად დაცლილი ცხინვალის იზოლაციას აკეთებენ და მათთვის, ვინც იქ არის დარჩენილი ქმნიან გაუსაძლის პირობებს – განაცხადა ციხელაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა შეჩერდეს ეს 
 
დე ფაქტო რეჟიმის „უშიშროების კომიტეტმა“ ე.წ. საზღვარზე მავთულხლართების მონტაჟის გაგრძელება გუშინ დილით დააანონსა. ქარელისა და ზნაურის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გამოჩნდა. მოგვიანებით, ამ ტერიტორიის ერთ-ერთ მონაკვეთზე მავთულხლართებიც დაამონტაჟეს.

სიახლეები

სტუ მომავალი წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე...

ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება - შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა...

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მეოთხე ბრალით ოპოზიციონერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. პროკურატურის...

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი...